უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში შეხვედრას ადასტურებს.
როგორც ზელენსკიმ "ქრონიკასთან" საუბარში განაცხადა, საქართველოს პრემიერთან „ტელეფონის ნომრები გაცვალა“.
"დიახ, ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე,"- განმარტა ზელენსკიმ.
ამასთან, კითხვაზე: აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს, მან დადებითი პასუხი გასცა.
"რატომაც არა. დიახ. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში,"- დასძინა უკრაინის პირველმა პირმა.
ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვებსაც გასცა პასუხი, მისი თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის გაწევრიანება მათ გუნდში არ იგეგმება.
„მიხეილ სააკაშვილი კიევშია. მე მას დავუბრუნე უკრაინული პასპორტი. მის ჩვენს გუნდში გაწევრიანებაზე ახლა საუბარი არ მიმდინარეობს“,- აღნიშნა ზელენსკიმ „რუსთავი 2“-თან საუბარში.
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა არჩევიდან რამდენიმე დღეში დაუბრუნა.