ავტორი:

"ბავშვს უნდა ჩააცვათ სეზონის შესაბამისად... მშობლებს ცხელ დღეებშიც მოჰყავთ წინდებით და რეიტუზებით" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რჩევები

"ბავშვს უნდა ჩააცვათ სეზონის შესაბამისად... მშობლებს ცხელ დღეებშიც მოჰყავთ წინდებით და რეიტუზებით" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რჩევები

ზაფხულის ცხელ დღეებში ტემპერატურის მატება დიდსა თუ პატარას ერთნაირად აწუხებს, თუმცა მშობლების განსაკუთრებული საზრუნავი პატარები არიან და ხშირად სვამენ კითხვებს, რა ჩააცვან შვილებს, რითი გამოკვებონ, გამოიყენონ თუ არა კონდიციონერი, ხომ არ გააცივებს ნაყინი ან ცივი წყალი და ა.შ.

სეზონისთვის დამახასიათებელ, მშობლებისთვის საინტერესო კითხვებს, ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი პასუხობს:

- პირველ რიგში, ბავშვს უნდა ჩავაცვათ სეზონის შესაბამისად. ზაფხულში მას აუცილებლად უნდა ეცვას გრილად და თუ შევამჩნიეთ, რომ გაოფლიანდა, უნდა გავაკონტროლოთ მისი ჩაცმულობა. იმიტომ, რომ ხშირად გაოფლიანების მიზეზი არასწორად შერჩეული სამოსია.

მოგეხსენებათ, ქართველებს მომეტებული ზრუნვა გვიყვარს და ამ დროს უფრო ვუშვებთ შეცდომებს ხოლმე. დღესაც მოჰყავთ ცხელ დღეებში ბავშვები ჩემთან ნაქსოვი შალის წინდებით და რეიტუზებით, ამას დამატებული რამდენიმე ბოდე, უმკლავო, მერე მოკლე მკლავიანი, კიდევ უფრო გრძელმკლავიანი და ა.შ. ეს არ არის დასასრული, ამას გარდა პატარას შემოცმული აქვს ზემოდან ჟაკეტი.

როგორც კი ტემპერატურული რეჟიმი იცვლება, ბავშვის ორგანიზმის გადახურება იწყება, ამიტომ სეზონის შესაბამისად უნდა ვატაროთ პატარები

რაც შეეხება, საღამოს საათებს, როცა არის საფრთხე მწერების და გვინდა თავიდან ავარიდოთ ბავშვს კოღოებისა თუ მოსკიტების ნაკბენი, უნდა ჩავაცვათ პატარებს თხელი გრძელი შარვალი და ასევე გრძელმკლავიანი ზედა სამოსი. განსაკუთრებით, როცა ნაწვიმარია და გარეთ გვყავს პატარები. აქვე უნდა დავამატო, რომ ბავშვებს უნდა ჩავაცვათ ღია ფერის ტანსაცმელი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მზეზე მიფიცხებაც აუცილებელია ბავშვის კანისთვის დღის იმ ნაწილში, როცა მზე არ არის ძალიან მწველი.

- უნდა ჩავრთოთ თუ არა კონდენციონერი იმ ოთახში, სადაც პატარები გვყავს?

- კონდიციონერის წინააღმდეგი არ ვარ, თუ რეჟიმს დავიცავთ სწორად. ბავშვი არ უნდა მოხვდეს კონდიციონერის ქვეშ, არ უნდა მოხვდეს ორპირში. ბავშვს უნდა შევეხოთ მუცელზე. მუცელი არ უნდა ჰქონდეს ცივი, თუ მუცელი შეციებული არ აქვს, ყველაფერი წესრიგშია. ოთახში ტემპერატურა უნდა იყოს 24 გრადუსი.

ხოლო სადაც ბავშვს სძინავს, იქ არ უნდა იყოს კონდიციონერი ჩართული ღამის საათებში, რადგან ძილში ბავშვი ოფლიანდება და არ უნდა მოხდეს ორგანიზმის გადაციება. მომიჯნავე ოთახში შეიძლება იყოს კონდიციონერი და კარი შევაღოთ, რომ ბავშვის საძინებელშიც მოხვდეს გრილი ჰაერი.

- ზაფხულში, დაძინების დროს, ჩვილებს აცმევენ წინდებს, ეს გამართლებულია?

- არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება წინდა. თუ ძალიან ცხელა მარტო პამპერსითაც შეიძლება დავაძინოთ. პატარას ორგანიზმი თავიდანვე უნდა შეეჩვიოს სიგრილეს, უნდა გაკაჟდეს, სწორედ პატარა ასაკიდანვე უნდა მიიღოს გრილი აბაზანა, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს იმაზე დაბალი, ვიდრე ვიყენებდით ზამთარში. ზაფხულში დღის განმავლობაში, ხშირად უნდა ჩავსვათ წყალში და თვითონაც უნდა მიეჩვიოს წყალში ბანაობას.

- რას გვეტყვით მაცივრისა და ონკანის წყლის გამოყენებაზე?

- ერთი წლის შემდეგ შეიძლება, ონკანის წყალი მივაწოდით ბავშვს, თუმცა დღეს ცოტა რთულია იმაზე საუბარი, რამდენად სუფთაა და გაფილტრულია იგი...წაიკითხეთ სრულად

ექიმებს ასისტენტობას რობოტი "პეპერი" გაუწევს - "ის გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში"

ახმეტელი მოსწავლეები სკოლის ბანკეტისთვის შეგროვილი ფულით ეკლესიას ხატს შესწირავენ

"გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა"  - ამირან გამყრელიძე