ვერა ქობალიას პირველ მოადგილედ არჩილ კეკელია დანიშნეს

ვერა ქობალიას პირველ მოადგილედ არჩილ კეკელია დანიშნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ არჩილ კეკელია დაინიშნა. კეკელიამ თანამდებობაზე გრიგოლ გობეჯიშვილი შეცვალა.

როგორც ცნობილია, უკვე დანიშნულია ქობალიას კიდევ ერთი მოადგილე დავით გიორგაძე, რომელმაც ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლა.

გობეჯიშვილმა და ალავიძემ თანამდებობები სამინისტროში ვერა ქობალიას მისვლის შემდეგ დატოვეს. მინისტრის მოადგილის პოსტებს ინარჩუნებენ გიორგი კარბელაშვილი, ურუზმაგ ქარქუსოვი და სულხან სისაური.

ახალ მოადგილეებს ვერა ქობალია დღეს წარადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე