ავტორი:

ბორჯომიდან გაუჩინარებული მეცხრეკლასელი გოგონები იპოვეს

ბორჯომიდან გაუჩინარებული მეცხრეკლასელი გოგონები იპოვეს

ბორჯომიდან დღეს დილით გაუჩინარებული ორი მოზარდის ადგილსამყოფელი ცნობილია. პოლიციამ მეცხრეკლასელი გოგონები ზესტაფონში იპოვა. სამართალდამცავებმა აღნიშნული ინფორმაცია ბავშვების მშობლებს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდეს. ერთ-ერთი გოგონას მამის თქმით, ზესტაფონიდან ბორჯომში მოზარდებს პოლიცია ჩაიყვანს.

ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის ორი მეცხრეკლასელი გოგონა დღეს დილით გაუჩინარდა. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ილია ჭავჭავაძის ორი უპასუხო სიყვარული

„პრაქტიკულმა აკადემიამ“ მულტიმედია ჟურნალისტიკის პროგრამაზე მე-4 ნაკადის მიღება დაიწყო

როგორ დაემშვიდობა გიგი უგულავა შსს-ში შესვლამდე შვილს