ავტორი:

ბორჯომში მიტოვებულ შენობაში გაუჩინარებული გოგონების ტელეფონები იპოვეს

ბორჯომში მიტოვებულ შენობაში გაუჩინარებული გოგონების ტელეფონები იპოვეს

ბორჯომში ორ მოსწავლე გოგონას ეძებენ. 1-ლი საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი გოგონები სახლიდან დილით გავიდნენ და მას შემდეგ არავის უნახავთ. გაუჩინარებული მოზარდების ახლობლები ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული გოგონების მობილური ტელეფონები ბორჯომში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

"ყველა უკიდურესად შეფოთებული ვართ, ამ დრომდე დაკარგული მოსწავლეების შესახებ არაფერი ვიცით. დილიდან არავის უნახავს, არც სკოლაში ყოფილან. განსაკუთრებული ხასიათით გამორჩეული ბავშვები არ არიან, ორივე ჩვეულებრივი, მათი ასაკისთვის დამახსიათებელი გოგონაა, ვერაფერს ვიტყვით ვერსიებზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა, იმედია, უახლოეს მომავალში დადგინდება მათი ადგილსამყოფელი", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ.

ამ წუთებში, ბორჯომში, გაუჩინარებული გოგონების ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ფოტოები: ტელეკომპანია "ბორჯომის" ვიდეოდან

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს