ავტორი:

"ოცნების" კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს - ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და ბერასთან ერთად მივიდა

"ოცნების" კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს - ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და ბერასთან ერთად მივიდა

მეორე ტური დემოკრატიულობის მაჩვენებელია - ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური და არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი

საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ტიპიური ევროპული არჩევნები იყო, რაშიც წვლილი აქვს ორივე მხარეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

„როგორც მოგახსენეთ პირველი ტურის დროს, ჩვენ ველოდებოდით მეორე ტურს, თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. რაც ვნახეთ კიდეც. დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. შეიძლება გავუსვათ ხაზი დამატებით - მეორე ტური მთაწმინდაზე მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია. ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური და არ უყვართ როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი. მთაწმინდა შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი. ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ აკვირდებოდით კარგად არჩევნებს, საკმაოდ კულტურულად ჩატარდა ეს არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ტიპიური ევროპული არჩევნები იყო. ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათანობით ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები და ეს მათ შორის, არჩევნებში უნდა გამოიხატებოდეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პირველი ტურის დროს განაცხადა, რომ მეორე ტურის მოლოდინი იყო.

„თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. რაც ვნახეთ კიდეც. დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან - ეკატერინე ხვედელიძესთან და შვილთან - ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები