ავტორი:

გიორგი მარგველაშვილი შალვა შავგულიძეზე - მას უნდა ჰქონდეს მომავალი პოლიტიკაში და თუ ეს არ მოხდება, ჩვენ გვეყოლებიან თოჯინები

გიორგი მარგველაშვილი შალვა შავგულიძეზე - მას უნდა ჰქონდეს მომავალი პოლიტიკაში და თუ ეს არ მოხდება, ჩვენ გვეყოლებიან თოჯინები

ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის ნომერ მე-10 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მან ხმა მისცა ადამიანს, რომელსაც ასევე, მომავალი პოლიტიკაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

„ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმას მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გამორჩეული და დაფასებული და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლებიან თოჯინები, არათუ თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავიანთ აზრს, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.

„იმედი მაქვს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბიძნურ კამპანიას, რომელიც ერთ-ერთი ჩვენგანის, ჩვენი თანამებრძოლის, მართლა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იყო წარმოებული. არ შეიძლება საზოგადოებამ მოითმინოს, როდესაც იმ ადამიანს, ვინც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არ აყენებენ შეურაცხყოფას, ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას იმის განცდით, თითქოს ჩვენ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ. მე მჯერა, რომ მთაწმინდელები თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის ოლქში, ხმის მიცემის შემდეგ.

რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „დღეს თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დააფიქსირა, ყველაზე დიდი პოლიტიკოსობა კი სწორედ საარჩევნო უბანზე მისვლაა“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები