ავტორი:

ლადო კახაძე - ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობის მიმართ მქონდა

ლადო კახაძე - ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობის მიმართ მქონდა

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობას მიესალმება და მადლობას უხდის ყველას, ვინც საარჩევნო ურნასთან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. როგორც კახაძემ აღნიშნა, არჩევნები, რომელიც ჩატარდა, წინგაგადგმული ნაბიჯია, თუმცა ყველა პროცესს აქვს მცირე ხარვეზები და გამონაკლისი არც ეს პროცესია.

„მივესალმები აქტიურობას და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მივიდა საარჩევნო ყუთთან და თავისი პოზიცია, აზრი დააფიქსირა. დაველოდოთ საბოლოო შედეგს, როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი და ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარი. ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის, დიდად საპატიო იყო ჩვენს მოსახლეობასთან, ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება. ეს ყველაფერი კი მოხდა საჯარო სივრცეში, ყოველგვარი წესების დაცვით და ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთანაა დაკავშირებული, მე ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავის პატარა მინუსები ყველაფერს ახლავს თან, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს მე ვთვლი, რომ გაცილებით უკეთესია, ვიდრე ძიძგილაობა, ვიდრე რაღაც შეურაცხყოფის მიყენება. ვიხვეწებით, მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და ამის შემდგომიც კიდევ უფრო უკეთესი“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ წინასწარი მონაცემები და შედეგები, რომელიც უკვე გაცხადდა მმართველ პარტიაში, გამართლდება.

„ძალიან გამიხარდება, თუ ეს შედეგები დადასტურდება არჩევნების შემდეგ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მოსახლეობის მიმართ მქონდა“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, არჩევნებში ლადო კახაძე დიდი უპირატესობით ლიდერობს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები