ავტორი:

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ზღაპრული ქორწილი (ფოტოები)

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ზღაპრული ქორწილი (ფოტოები)

ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და "მის საქართველო" 2011 ჯანეტ ქერდიყოშვილი დაქორწინდნენ. წყვილმა ქორწილი რესტორან "ბაგრატიონში" გადაიხადა, სადაც უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა.

6 ივნისს ჯანეტმა წინა საქორწინო წვეულება სასტუმრო სტამბაში მოაწყო, წვეულების ორგანიზების პროცესში ჯანეტის მეგობრებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები L’Officiel Austria -ს გამომცემელი ანნა ვერგალსკაია და "მის ინდონეზია" ანინდა პუტრი. მის საქართველო 2011-ის მეგობრების ჩაცმულობაზე ყველასთვის ცნობილმა ქართულმა ბრენდებმა Dalood-მა და Elosh-მა იზრუნეს.

პატარძლის მეგობრებმა სადა და ერთი სტილის კაბები მოირგეს. ჯანეტმა კი არჩევანი თეთრ და მინიმალისტურ სტილზე შეაჩერა. ჯანეტს ქორწილში ულამაზესი და განსხვავებული საქორწინო კაბა აცვია, რომელიც თამარ მეფის სამოსელს მოგაგონებთ, მას თავზე გვირგვინი უკეთია.

რაც შეეხება ნოეს, ის თეთრ ჩოხაშია გამოწყობილი. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. ნოეს მეჯვარეები დეტექტივი გია ბესელია, გოგიტა ზაქრაძე და ირაკლი მაქაცარიაა, ხოლო ჯანეტის მეჯვარეები საზოგადოებისთვის უცნობი სახეები. პატარძალი რესტორანში, ხელის მოწერის ცერემონიალზე მამამ მიიყვანა. წყვილმა სპეციალურად ქორწილისთვის დადგმული ცეკვა შეასრულა.

16 წლის ზუგდიდელმა გოგონამ ემინემის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა - "მეგობრებმა და დედამ მთხოვეს ეს ვიდეო ჩამეწერა..."

რატომ ზრდის შვილს ძიძის გარეშე ჯანეტ ქერდიყოშვილი და როგორ უვლის თავს ახალბედა დედა - "28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარ ამქვეყნად"

ანუკი არეშიძე პარიზის მოდის კვირეულზე - რა ფოტოებს აქვეყნებს დიზაინერი "ინსტაგრამზე"