ავტორი:

"200 დოლარით წავედი ამერიკაში..." - როგორია ნინი შერმადინის ცხოვრება შორეულ ემიგრაციაში

"200 დოლარით წავედი ამერიკაში..." - როგორია ნინი შერმადინის ცხოვრება შორეულ ემიგრაციაში

ნინი შერმადინი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ემიგრაციაში წავიდა და ახლა ორ ქვეყანას შორის უწევს მოგზაურობა. ნინი ამერიკაში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, წარმატებული ქართველი ემიგრანტია. თბილისში მას შვილი ჰყავს, შესაბამისად, საკუთარ ქვეყანაში ხშირად უწევს ჩამოსვლა. "რეიტინგი" ნინი შერმადინს ერთ-ერთ ბარში შეხვდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ნინი, როდის და რატომ დაბრუნდი თბილისში?

- 14 მაისს დავბრუნდი საქართველოში, პირველი მიზეზი, რის გამოც ჩამოვდივარ საქართველოში, არის ჩემი შვილი და ახლაც ასე იყო, ასევე მინდოდა ჩემი მეგობრის, ეკა მგალობლიშვილის დაბადების დღისთვის სიურპრიზის გაკეთება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მეღირსა და მაქვს ქართული სიმღერა, რომელიც მაია კაჭკაჭიშვილმა დამიწერა და გადავწყვიტე ამ მოკლე პერიოდში კლიპიც გადამეღო. როცა სულიერი დასვენება მინდა, საქართველოზე კარგი ადგილი ჩემთვის არ არსებობს.

- თქვენი შვილი ვისთან ერთად ცხოვრობს?

- ჩემს მშობლებთან ცხოვრობს. ახლა საბუთებს ვუწესრიგებ, რომ ისიც ამერიკაში წავიყვანო. მალე მივიღებ ამერიკის მოქალაქეობას და ამასობაში, ჩემი ქალიშვილის საბუთების გაკეთებაც მოესწრება.

- ცნობილია, რომ ამერიკაში ბანკში მუშაობთ...

- იმ ახლა ბანკიდან წამოვედი და სხვაგან ვიწყებ მუშაობას. Bank of america-ში გავიარე გასაუბრება და მალე პასუხს ველოდები.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ წარმატებული ქართველი ემიგრანტი ვარო, რა იგულისხმე?

- ყველაფერი იგულისხმება, 24 წლის ასაკში 200 დოლარით წავედი ამერიკაში. ჩავედი თუ არა დავიწყე მუშაობა, ვიყავი მიმტანი, ძიძა, ყველგან ვმუშაობდი, სადაც შემეძლო ფული მეშოვა. როცა ამერიკაში ჩავედი, სოსო თოლორაია, თამუნა მიქაძე და უამრავი ქართველი ემიგრანტი დამხვდა. შემდეგ გიორგი შალუტაშვილმა და გეგა ოძელაშვილმა ამიყვანეს თავის რესტორანში, ჩემი წარმატება ქართველ ემიგრანტებს უკავშირდება. რითი დავიმსახურე ეს არ ვიცი. ოდესმე რამეს თუ მივაღწევ, ეს იქნება ქართველი ემგრანტების დამსახურება. მე უბრალოდ ალბათ კეთილსინდისიერად ვიქცევი ყველა საქმეში და ეს მიწყობს ხელს. რაც იურმალიდან ჩამოვედი, პოპულარობის ზენიტში ვიყავი, მას შემდეგ არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ყველას ვახსოვარ. განსხვავებული ვიყავი ვიზუალურად, ვოკალური მონაცემებით, რთული ხასიათები მაქვს, მართალი ადამიანი ვარ, ის ვარ რაც ვარ, ბევრი მინუსებით და პლიუსებით. ყველაფერი რთულად მოდის ჩემს ცხოვრებაში. სიმღერის კონკურსების გარდა არაფერი მომიგია ცხოვრებაში. კარგია ფორტუნა რომ არ მწყალობს, ეს მოდუნების საშუალება არ მაქვს. ბროდვეიზე ამიყვანეს, კონტრაქტი გავაფორმე და ჩაიშალა. მას შემდეგ ახალ გეგმებზე ლაპარაკი მეშინია. ბევრჯერ მიფიქრია მოდი აღარ ვიმღერებ-მეთქი.

- ფინანსური პრობლემების გამო?

- ფინანსურად სტაბილურად ვარ. უფრო ემოციური ფონის ბრალია ასეთი ფიქრები, აკეთებ აკეთებ რაღაცას, სულ აღმასვლა დაღმასვლა მაქვს და სწორედ ამ დროს მიჩნდება ეს განცდა, ფსიქოლოგიური ჩავარდნები მაქვს, ვამბობ 30 წლის ვარ, რაღა დროს ჩემი სიმღერაა, ბანკში უფრო მეტი პერსპექტვა მაქვს-მეთქი, მაგრამ სიმღერის გარეშე არ შემიძლია. ახლა გადავწყვიტე კონსერვატორიაში ჩავაბარო. მაგარი მეგობარი მყავს დათო ღვინიანიძე, რომელიც აშშ-ში მუსიკალურ კონკურსებს კურირებს. მითხრა შენნაირი ვოკალი არ უნდა იკარგებოდეს, ესტრადაში ხო გააკეთე ყველაფერი და კონსერვატორიაში ჩააბარეო და რატომაც არა, ჩავაბარებ...წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება