ავტორი:

"ერთმა აფხაზმა ამბავი მოიტანა: მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქებულაო..." - 27 წლის ქართველი ბერი, რომელიც აფხაზეთში მოკლეს

"ერთმა აფხაზმა ამბავი მოიტანა: მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქებულაო..." - 27 წლის ქართველი ბერი, რომელიც აფხაზეთში მოკლეს

ყურაშვილების რვაშვილიანი ოჯახიდან, ოთხი საეკლესიო მოღვაწე გამოვიდა - მათგან ერთ-ერთი, პაატა ყურაშვილი 1992 წლის 3 აპრილს, საკუთარ დაბადების დღეზე აღიკვეცა ბერად... ეწოდა მას ბერი ანდრია, პატივსაცემად ანდრია პირველწოდებულისა.

იმავე წლის აგვისტოში ის მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად გაამწესეს. ასკეტურ ცხოვრებას შეუდგა 26 წლის ბერი...

ფსალმუნებს ყოველდღე სრულად კითხულობდა, დღეში 200 მეტანიას ასრულებდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს დაუჯდომელს უკითხავდა. თითქმის არაფერს ჭამდა, საწოლის ნაცვლად ფიცრებზე ეძინა. არც ფიზიკურ შრომას ერიდებოდა, მიწას ამუშავებდა, პურსა და სეფისკვერს თვითონ აცხობდა.

დიდი თოვლი მოვიდა ზამთარში... სხალთაში ჩარჩენილმა 5 თვე მონასტერში მარტომ ისე გაატარა, ერთხელაც არ დაუჩივლია...

მალე, მეუფე დანიელმა ახალგაზრდა მამა სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაიყვანა და მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სოფელ კომანში, წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მამა ანდრიას იქ ჩასვლა მაშინვე უფლის მიერ მოვლენილად მიიღო დიდმა თუ პატარამ...

კომანი აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. სოხუმიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. ჩრდილოეთით მდინარე გუმისთა ჩაუდის, ირგვლივ კი მთები აკრავს. აქ აწამეს წმიდა მოწამე ვასილისკო. წმიდანის წამების ადგილზე დღესაც მოსჩქეფს სასწაულმოქმედი წყარო. აქ მიაბარა სული უფალს გადასახლებაში მყოფმა კონსტანტინოპოლის დიდმა მღვდელმთავარმა წმიდა იოანე ოქროპირმა. აქ მიუვალ მთებში მესამედ გადამალეს პატიოსანი თავი წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი. კომანი წმიდა ადგილია.

აფხაზეთში ამ დროს ძმათაშორის ომი მიდიოდა, "ვიღაცის" პოლიტიკას შეწირული ქართველები და აფხაზები ერთმანეთს არ ინდობდნენ...

სასოწარკვეთილება და შიში იპყრობდა ყველას... მამა ანდრიას მოკრძალებული ღიმილი, უწყინარი საუბარი და სიმშვიდე იყო მრევლის ნუგეში. თავმდაბალი და მორიდებული, მოკრძალებული და თავაზიანი, მომთმენი და დიდსულოვანი ბერი იშვიათად ბრაზდებოდა. ადამიანურ სისუსტეს საოცარი სულგრძელობითა და სიყვარულით მიუტევებდა ხოლმე და ადამიანებსაც ომის მძვინვარებაში სულ მასთან უნდოდათ ყოფნა...

რაც გააჩნდა, უსაზღვროდ გასცემდა... როცა გაჭირვებულს ეხმარებოდა, პატარა ბავშვივით ხარობდა. არაერთი ხეიბარი გადაარჩინა და ტაძარში შეიფარა.

სვანებით დასახლებულ კომანში, მაღლობზე მდებარე წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი ერთადერთი ეკლესია იყო, მაშინ აფხაზეთში ქართულად რომ ატარებდა წირვა-ლოცვას.

1993 წლის 5 ივლისს სოფელი ჩაიკეტა. აფხაზებმა კომანი ალყაში მოაქციეს.

მამა ანდრია გრძნობდა, სიკვდილი ახლოს იყო, მაგრამ თავს სასოწარკვეთას როგორ მისცემდა?! მერე რა, თუ სროლის ხმა უკვე ეკლესიის ახლოს ისმოდა. უცებ ყვირილის ხმა შემოესმა, კომანის ინვალიდთა სახლის მოხუცები დახმარებას ითხოვდნენ. მამა ანდრია არ შეშინდა... ტყვიების წვიმაში გაეშურა მოხუცებისაკენ, ღამის 3 საათზე კი მოძღვარმა ეკლესიაში მყოფნი აზიარა... დილის ხუთის ნახევარზე ტაძარს ალყა შემოარტყეს... წაიკითხეთ ვრცლად

"სოციალური დისტანცირება დიდხანს დაგვჭირდება - არა მხოლოდ ზაფხულში, შემოდგომაზეც" - ამირან გამყრელიძე

საგარეჯოში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა - მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"