ავტორი:

"გიგა ბოკერია, შე ყეყეჩო ადამიანო!" - რა მოხდა პარლამენტში, სადაც დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

"გიგა ბოკერია, შე ყეყეჩო ადამიანო!" - რა მოხდა პარლამენტში, სადაც დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

გიგა ბოკერია, შე ყეყეჩო ადამიანო, - ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას მიმართა. სხდომათა დარბაზში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი გუნდი არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებაში დაადანაშაულა. გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას მიმართა, რომ მისგან განსხვავებით, „ბევრი პატრიოტია ამ ქვეყანაში, რომელსაც მამაკაცი ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია.“

„ჩვენი ოპონენტები შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს: ხახვს, ნიორს, ფქვილს, მოსყიდვის სხვადასხვა ფორმებს, ჰიპნოზსაც კი, ძველბიჭებს და კიდევ სხვა გარემოებებს, მაგრამ არა საკუთარ თავს, არა იმ ჩამოურეცხავ ლაქას, რომელიც მათ დაამჩნია წარსულმა. შალვა შავგულიძის მეშვეობით არა თუ ჩამოიცილეს მათ ეს ლაქები, არამედ მნიშვნელოვნად დაალაქავეს თავად შალვა შავგულიძე.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არათუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები და მათ თქვენგან განსხვავებით, ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა, არ უწამებია და არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით,“ - მიმართა ვოლსკიმ ბოკერიას.

ვოლსკის ამ განცხადებას ადგილიდან გიგა ბოკერიამ რეპლიკებით უპასუხა. ბოკერიამ ვოლსკის „ცეკას“ ინსტრუქტორი და ვიგინდარა უწოდა. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. საბჭო სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს განიხილავს, სადაც გია ვოლსკი და გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას დარბაზიდან გაძევება, ხოლო ბოკერიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები