ავტორი:

მსოფლიო დონის ქართველი მხატვარი ძალიან მძიმე ბიოგრაფიით

მსოფლიო დონის ქართველი მხატვარი ძალიან მძიმე ბიოგრაფიით

ნიკო ფიროსმანი ალბათ ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მათ შორის, ვინც ჩვენს ქვეყანაში და არამარტო ჩვენს ქვეყანაში დაბადებულა. მსგავსი ადამიანები ხშირად გამოირჩევიან ზედმეტად ტრაგიკული და ქაოტური ცხოვრებით. ნიკალაც არ ყოფილა გამონაკლისი, მისი დაუდგრომელი სული, მუდმივად რაღაც ახლის ძიება, სულიერი პრინციპები და მშვენიერების აღქმის საოცარი უნარი არასდროს აძლევდა იმის უფლებას, რომ მხოლოდ მატერიალურით დაკმაყოფილებულიყო. მას ყოველთვის გაცილებით მეტი სურდა. მართალია, იყო მის ცხოვრებაში ისეთი პერიოდიც, როდესაც დიდი შრომით მოახერხა და გაჭირვებას თავი დააღწია, მაგრამ თავისიშინაგანი ბუნების გამო ყველაფერის დათმობა მოუხდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მან თავისი ცხოვრების სიყვარულის, მსახიობი ქალის, მარგარიტას გამო ჩაიდინა.

მნიშვნელოვანია, რომ უდიდესი მხატვარი, პიკასოც აღფრთოვანებული იყო ნიკალას შემოქმედებით. მართალია ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ პაბლოს ფიროსმანზე მკვლევარი ძმებისგან, ზდანევიჩებისგან სმენოდა. ესპანელ მხატვარს ნიკალას პორტრეტიც კი აქვს შექმნილი.

ფიროსმანი ქართული სულის, ტრადიციების გადმომცემად ითვლება, თავის ნახატებში ასახავს ქვეყნის ავსა და კარგს.სამწუხაროდ, მიუხედავად დიდი ნიჭისა, ქართველმა საზოგადოებამ ის სიცოცხლეში ვერ დააფასა. ბოლო წლებიც მხატვარმა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა, სწორედ მაშინ მარტო დარჩენილი მიეძალა ალკოჰოლს. ერთ დღესაც ერთ-ერთ სარდაფში ჩავიდა დასაძინებლად, სამი დღის შემდეგ არჩილ მაისურაძემ შემთხვევით იპოვა სიბნელესა და სიცივეში მძინარე, უკვე დაავადებული, დიდებული მხატვარი. სამკურნალოდ გადაიყვანეს, თუმცა დღენახევრის შემდეგ ნიკალა გარდაიცვალა. მაშინაც არ დაუფასებიათ დიდი ხელოვანი ქართველებს, სწორედ ამიტომაა, რომ მისი საფლავი დღემდე უცნობია.

მხატვარი მუდმივად ცდილობდა შეეგრძნო ცოცხალი არსებების ძირითადი ხასიათი და სული, მას შეეძლო ნებისმიერი საგნისთვის ახალი სიცოცხლე ეჩუქებინა. ძირითადად ხატავდა შავ ფონზე,კონტრასტული ფერებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, მის ნახატებში არასდროს იკარგებოდა სისადავე და გულწრფელობა.

ერთ-ერთი ასეთია ნიკალას „მეთევზე“. მის ამ ნამუშევარში უცნაურად ერწყმის წითელ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი, შავ სივრცეს. მეთევზის თვალებში უსაზღვროდ დიდი სევდა იგრძნობა, რომელიც მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მხატვარმა მოახერხა და ისეთი გამომეტყველება მიანიჭა თავის გმირს, რომელსაც ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს. ფიროსმანის სტილი, კონტრასტული ფერების ბუნებრივი შერწყმა, ამ ნახატში საუკეთესოდ ჩანს.

ნიკო ფიროსმანის ნახატები მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ძვირადაა შეფასებული. ნამუშევარი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოტბის აუქციონზე 2,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ქართველი ხელოვანების უმეტესობა სწორედ ამიტომ არჩევს მხატვრის რეპროდუქცია შეიძინოს, თუმცა ნიკალას რეპროდუქციებიც ხშირად არაა ყველასთვის ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ “პალიტრა L”, „დიდი მხატვრების“ სერიის ფარგლებში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის „მეთევზეს“ რეპროდუქციას შესთავაზებს ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ