ავტორი:

"ექიმს ეთიკა, ზრდილობა მოეთხოვება, ხომ?!...უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - სალომე გოგიაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე

"ექიმს ეთიკა, ზრდილობა მოეთხოვება, ხომ?!...უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - სალომე გოგიაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე

ახლახან, სოციალური ქსელის პირად გვერდზე სალომე გოგიაშვილმა "პოსტი" დაწერა - ვაჟა ექიმი, რომლის გამოც ყველას გული შეგვტკიოდა და მის მდგომარეობას ერთად განვიცდიდით, არაპროფესიონალი აღმოჩნდაო... მოგეხსენებათ, შარშან ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ქართველი ექიმი "სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის" შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებდა და ცხინვალის სასამართლოში აცხადებდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა.

სალომე გოგიაშვილი:

- საერთოდ, რითიც კმაყოფილი ან უკმაყოფილო ვარ, იმის შესახებ სოციალურ ქსელში "პოსტს" ხშირად ვწერ, რადგან მიმაჩნია, რომ როცა საჯარო პირი ხარ და ბევრი მიმდევარი გყავს, ვალდებული ხარ, "გამომწერებს" სწორი ინფორმაცია მიაწოდო. ხაზგასმით აღვნიშნავ, ფულის სანაცვლოდ უვარგის პროდუქციას რეკლამას არ ვუკეთებ. რაღაცნაირად, ეს გავითავისე და სულ ამას "ვაწვები", რომ რა თანხაც უნდა შემომთავაზონ, არ "ვაპიარებ", თუ არ მომწონს, რადგან ჩემი 60 ათასამდე "ფოლოვერის" შეცდომაში შეყვანა არ მინდა.

ექიმი და ჯანმრთელობა ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. როდესაც ადამიანი, რომელსაც ფინანსურად უჭირს და ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ექიმისგან კონსულტაციის მისაღებად მიდის, რაშიც არცთუ ისე იაფ საფასურს იხდის, მაგრამ ისეთი ვინმე ხვდება, როგორიც ეგ ვაჟა ექიმია, გული ძალიან შემტკივა. "პოსტიც" ასეთი პაციენტებისთვის დავწერე, თორემ პირადად მე, კლინიკაში ექიმს სათანადო პასუხი გავეცი.

- რა მოხდა კლინიკაში, ასეთი განრისხებული რატომ ხარ?

- კაცს და მით უმეტეს, ექიმს ეთიკა, ზრდილობა, პაციენტთან ურთიერთობის გარკვეული ფორმა მოეთხოვება, ხომ? ჩემთვის უზრდელობა არც ექიმისგანაა მისაღები, არც მეხანძრისგან და არც პოლიციელისგან... როდესაც პაციენტი ექიმთან კონსულტაციისთვის შედის, ვფიქრობ, ექიმმა, როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, პაციენტს კორექტული პასუხი უნდა გასცეს. იმიტომ კი არა, რომ სალომე გოგიაშვილი ვარ და მისგან რაღაც ზედმეტი ყურადღება მოვითხოვე. არავითარ შემთხვევაში!.. ჩემს "პოსტს" დიდი გამოხმაურება მოჰყვა - უამრავი წერილი მივიღე. შემიძლია, სათითაოდ გამოვაქვეყნო, თუ რას წერენ ვაჟა ექიმის შესახებ.

მასთან კაბინეტში შევედი, რომ ჩემი მეუღლის ფეხის მდგომარეობა გამეგო (მოტეხილი აქვს). ძალიან მოკლედ და უხეშად მიპასუხა. მერე, მაინც მივიჩნიე, რომ შეიძლებოდა, დაღლილი ყოფილიყო და ვუთხარი: ფიქსატორთან ერთად, საფენსაც ვადებ, რომ ადვილად მორჩეს-მეთქი (ამ საფენის შესახებ გამოცდილი ადამიანისგან ვიცი და ოჯახში ვსარგებლობთ ხოლმე. ექიმს აზრი ამიტომ ვკითხე). ამის გამო უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, რომ მართლა უკან მივიხედე - მეგონა, სხვა შემოვიდა და მას გაუბრაზდა.

ჯერ ერთი, როგორ ბედავს, რომ უცნობ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს?! მეორეც: ქალი ვარ და წესით, ეგ კაცი უნდა იყოს, და მესამე - საერთოდ, ურთიერთობის რა ფორმა აქვს?! გავოგნდი: - მე მეუბნებით? პაციენტებს ასე ეკონტაქტებით-მეთქი?!.

- "პოსტის" დაწერამდე მაგალითად, კლინიკის მენეჯერს თუ დაელაპარაკე?

- არა, სამწუხაროდ, რადგან გარეთ მეუღლე მელოდებოდა, მოტეხილი ფეხით... კლინიკიდან წამოვედი. იქ გაჩერების არანაირი სურვილი არ მქონდა. "პოსტის" გამოქვეყნების შემდეგ, მეგონა, კლინიკა თავად დაინტერესდებოდა, რაღაც კითხვას მაინც დასვამდა - რითი ხართ უკმაყოფილო, რა მოხდა ან ეს ყველაფერი რის შედეგად მოხდაო? მსგავსი არაფერი მომხდარა...განაგრძეთ კითხვა

"ექიმები გიჟებივით დარბიან...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი

ვინ იყო 15 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა - "ზუსტად ერთი წლის წინ, რამდენად ბედნიერები ვყოფილვართ ერთად"

ერთად შეკრებილი ათასობით ადამიანი უხანში - როგორ იზეიმეს ჰელოუინი ქალაქში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა