ავტორი:

მაიკლ პომპეო - იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს

მაიკლ პომპეო - იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს

მე იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ვაშინგტონში,საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით" - განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით აცხადებს, რომ საქართველოს არ მოაკლდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

“იმედი მაქვს, რომ ის კვლავ მჭიდრო მეგობრული სულისკვეთებით წარიმართება და საერთო ვალდებულებებს დაეფუძნება. საქართველომ ლიდერის როლი იკისრა ნატო-ს ასპირანტი მოკავშირის რანგში და ალბათ ეს იმ მიზეზთაგანია, რის გამოც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა პომპეომ.

"ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავ, მოგიტ.... როჟას" - გედევან ფოფხაძე პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატს დაუპირისპირდა

რა მდგომარეობაშია ილია ჯიშკარიანი, რომელმაც ინფარქტი მიიღო

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ