ავტორი:

ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს

ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს

გასულ კვირს AMBEBI.GE უკევ წერდა, რომ დმანისის მერია, რომელიც მთლიანად მოქმედი პარლამენტარის კახა ოქრიაშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული, მისი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის წინასაარჩევნო პიარში, აქტიურად მონაწილეობდა. ვწერდით იმასაც, რომ "ქართული ოცნება" ამ კონკრეტულ რაიონში დასაყრდენის გარეშე რჩებოდა. ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან ყველა მხარი თავს იკავებდა,თუმცა დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ დმანისის მერი და „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის გამო, პარტიიდან გარიცხეს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. ამის შესახებ ნათქვამია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ "„ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კახა ოქრიაშვილმა, ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად, ახალი პარტია შექმნა.

"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)

როგორ ეხმაურება პრემიერი ექსპერტიზის დასკვნას, სადაც წერია, რომ ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე მისი თითის ანაბეჭდი არ არის

"ნუ ღელავთ, ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში" - გიორგი გახარია ჟურნალისტებს