ავტორი:

"თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ" - სააკაშვილი მოლდოვის პრემიერს

"თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ" - სააკაშვილი მოლდოვის პრემიერს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვის ახალი მთავრობისთვის დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ სააკაშვილმა მოლდოვის ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანიის Tv8moldovas ეთერში ისაუბრა.

„თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ მზად ვართ, დღე და ღამე ვიმუშაოთ, რათა დაგეხმაროთ, როგორც ჩვენი სასარგებლო გამოცდილებით ასევე შეცდომებით, რადგან თქვენ ყველაფერი იმაზე უკეთ უნდა გქონდეთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვის ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვას სააკაშვილის დახმარება სჭირდება.

მიხეილ სააკაშვილმა ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრს გამარჯვება და მთავრობის მეთაურის პოსტის დაკავება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოლდოვის მაგალითი საქართველოს მოსახლეობისთვის იმედის ნაპერწკალია.

„პირველ რიგში მინდა მივულოცა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, მაია სანდუს ამ პოზიციაზე არჩევა. სინამდვილეში ეს დიდი ისტორიული გამოწვევაა. ჩვენ ყველა, დიდი აღტაცებით გიყურებთ, რადგან ის, რისი გაკეთებაც თქვენ შეძელით, ნამდვილი ისტორიული გარღვევაა არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ბელორუსისთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც არის ოლიგარქის მმართველობის პრობლემა. ის, რაზეც ჩვენ ვჩურჩულებდით, თქვენ თქვით ხმამაღლა, რომ თქვენი ქვეყანა დაიპყრო ოლიგარქმა, რომ ოლიგარქის მმართველობა პრობლემაა მოლდოვის მთელი ერისთვის. მინდა მოგილოცოთ და გითხრათ, რომ თქვენ მხარს გიჭერენ ირგვლივ მყოფი პროგრესული ძალები. ბევრი ქართველისთვის ის, რაც თქვენ გააკეთეთ, იმედის ნაპერწკალია, რომ შესაძლებელია, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ჩვენ დაპყრობილები ვართ ოლიგარქის მიერ და გვსურს მისგან გათავისუფლება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა მოლდოვის ახალი მთავრობის მეთაურს ყველაზე გავლენიანი ადამიანისა და ოლიგარქის, ვლადიმირ პლახატნიუკის ციხეში ჩასმა და მისთვის ქონების ჩამორთმევა ურჩია. სააკაშვილი ფიქრობს, რომ პლახატნიუკს არც ერთი ქვეყანა არ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ის ერის ნების წინააღმდეგ წავა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინაში მისი პოლიტიკური აქტივობის შესახებაც ისაუბრა და განამრტა მიზეზები, რომელთა გამოც არ უნდა სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად უკრაინის არჩევნებში მონაწილეობა.

მან განაცხადა, რომ ყველა პარტია თავის საარჩევნო სიაში ადგილებს ყიდის. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პარტიები ამ პირებს ინვესტორებს უწოდებენ და აღიარებენ, რომ აქვთ 10, 12, ან 16 ადგილი ინვესტორებისთვის.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახურზე“ ვერ იტყვის ამას, „რადგან იქ სხვა ტიპის შერჩევა იყო და ამ პარტიაში გაწევრიანებისკენ ხალხი რეალურად მიილტვის“.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, სიაში ადგილების ფასები საშუალოდ ნახევარი მილიონიდან სამ მილიონ დოლარამდე მერყეობს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები