ავტორი:

ჩერნობილს ტურისტები "მიაწყდნენ" - სერიალის ნახვის შემდეგ ჯავშნებმა 40%-ით მოიმატა

ჩერნობილს ტურისტები "მიაწყდნენ" - სერიალის ნახვის შემდეგ ჯავშნებმა 40%-ით მოიმატა

HBO-ს მიერ გადაღებული სერიალი „ჩერნობილი“ მაყურებლის სიმრავლისა და რეიტინგების მიხედვით რეკორდებს ამყარებს - ვებგვერდზე IMDB მას 10-დან 9.6 ვარსკვლავი აქვს, რაც იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე აქამდე ყველაზე პოპულარულ სერიალებს - Breaking Bad და „სამეფო კარის თამაშებს“ აქვთ.

სერიალი 1986 წელს უკრაინაში, ქალაქ პრიპიატში მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შესახებ არის გადაღებული. შოუს დასრულების შემდეგ დახურულ ზონაში ტურისტების რაოდენობა 30- 40%-ით გაიზარდა.

ტურისტული სააგენტოს SoloEast ხელმძღვანელი, სერგეი ივანჩუკი „როიტერსთან“ ამბობს, რომ მაისში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30%-ით მეტი ტურისტი ეწვია პრიპიატს, ივლისისა და აგვისტოს ჯავშნები კი 40%-ით იმატებს.

სოციალური მედიის მომხმარებლების დიდი ნაწილი ჩერნობილის დახურულ ზონაში მხოლოდ იმიტომ მიდის, რომ იქ გადაღებული ფოტოები „ინსტაგრამზე“ გააზიაროს. სოციალურ ქსელებში ნახავთ ათასობით ფოტოს, სადაც ტურისტები რადიაციის საწინააღმდეგო კომბინეზონებითა და რადიაციის საზომი დოზიმეტრებით პოზირებენ.

პოსტები იმდენად ხშირი გახდა, რომ კრეიგ მაზინმა, რომელმაც „ჩერნობილისთვის“ სცენარი დაწერა, მოუწოდა სოცქსელების მომხმარებლებს, დახურულ ზონაში ყოფნის დროს არ დაავიწყდეთ ტრაგედიის შესახებ, რაც იქ დატრიალდა.

„ადამიანები, ვინც ტრაგედიას ემსხვერპლნენ, პატივისცემას იმსახურებენ,“ - აღნიშნა მწერალმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე