ავტორი:

ურთულესი ეპიდვითარება ინდოეთში, ჟანგბადის აპარატების დეფიციტი და დღეში 2 800 გარდაცვლილი - "ადგილები რომ აღარ იყო, კრემატორიუმი ძველ ავტოსადგომზე მოვაწყვეთ" (ფოტოები)

ურთულესი ეპიდვითარება ინდოეთში, ჟანგბადის აპარატების დეფიციტი და დღეში 2 800 გარდაცვლილი - "ადგილები რომ აღარ იყო, კრემატორიუმი ძველ ავტოსადგომზე მოვაწყვეთ" (ფოტოები)

ინდოეთში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ვითარება ყოველ დღე უფრო მეტად მძიმდება. ქვეყანას ვირუსის ახალი, ე.წ. ინდური შტამი მოედო, რომელსაც ორმაგ მუტაციას უწოდებენ. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი მსოფლიოს მეორე ქვეყანაა. გასულ 24 საათში იქ კოვიდის 354 531 შემთხვევა გამოვლინდა.

25 აპრილს, ინდოეთში ერთ დღეში ვირუსს 2 806 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების დღიდან ინფიცირების დღიური მაჩვენებელიც და ასევე გარდაცვალების დღიური მაჩვენებელიც რეკორდულია.

მედიაში კი შემზარავი ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ცხედრების მასობრივად კრემაცია ხორციელდება. კრემატორიუმებში ადგილი აღარ არის, რის გამოც, ცხედრებს კრემაციას სახელდახელოდ მოწყობილ ადგილას უტარებენ.

სააგენტო "როიტერსი“ წერს, რომ ადამიანები იძულებულნი არიან, რომ მიცვალებულები დიდხანს ჰყავდეთ სახლში და თავიანთ რიგს დაელოდონ. "დაახლოებით ორი დღე ვეძებდი თავისუფალ ადგილს კრემატორიუმში“, - ამბობს დელიში მცხოვრები ნატიშ კუმარი.

ქვეყანაში არ აქვთ საკმარისად ჟანგბადის აპარატები და ადამიანები სასწრაფოში, კლინიკაში მიმავალ გზაზე უჟანგბადობის გამო კვდებიან

სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი შევა დალი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კრემატორიუმებში ადგილი ვერ გამოინახა, 60 ადამიანის ცხედარი ძველ ავტოსადგომზე დაწვეს, სადაც სახელდახელოდ მოაწყვეს კრემატორიუმი.

"ასეთი საშინელება არასდროს გვინახავს - პატარა ბავშვების, ახალდაქორწინებული წყვილების კრემაციას ვუყურებთ, ძნელია ამის ყურება“, - ამბობს შევა დალი.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის "ინდური შტამი" ახალგაზრდებშიც ისეთივე რთულად მიმდინარეობს, როგორც ასაკოვან ადამიანებში, რის გამოც ბოლო დღეებია ინდოეთში ვირუსისგან ბევრი ახალგაზრდა იღუპება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა ინდოეთის დასახმარებლად. გაერთიანებულმა სამეფომ ინდოეთში ჟანგბადის ბალონების გაგზავნა დაიწყო. უახლოეს დღეებში მათ გაგზავნას გეგმავს ევროკავშირიც. აშშ კი აპირებს ინდოეთში AstraZeneca-ს ვაქცინები გაგზავნოს. Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთს ჟანგბადის ბალონები უკვე გაუგზავნა სინგაპურმა.

პალტფორმა Worldometers-ის ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსით 17,3 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და მათ შორის 195 123 გარდაიცვალა.

კორონავირუსის 401 993 შემთხვევა და 3 523 გარდაცვლილი - ინდოეთში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

"უფლებას ვიტოვებთ, მივიღოთ შესაბამისი ზომები" - ევროკავშირისა და ამერიკის მკაცრი პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე

რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი "შავ სიაში“ შეიყვანა - "სურთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეჩერება ნებისმიერ ფასად"