ავტორი:

"ეს ჩემთვის გამოწვევაა, მინდა გავაკეთო ის საქმე, რასაც ბიჭები აკეთებენ" - წელს შავი ზღვის სანაპიროზე 20-მდე მაშველი  გოგონა დაგიცავთ

"ეს ჩემთვის გამოწვევაა, მინდა გავაკეთო ის საქმე, რასაც ბიჭები აკეთებენ" - წელს შავი ზღვის სანაპიროზე 20-მდე მაშველი  გოგონა დაგიცავთ

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურმა მაშველი გოგონები გადაამზადა, რომლებიც წელს პირველად ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

უწყების ინფორმაციით, წელს აჭარის სანაპიროზე 20-მდე გოგონა მაშველი იქნება. ისინი საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადება აკადემიის ბაზაზე გაიარეს.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წყალზე მაშველთა რაოდენობა 160-და 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს“, - აცხადებენ უწყებაში.

15 ივნისს, აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და სწორედ ამ დღეს წყალზე მაშველები ოფიციალურად შეუდგებიან საქმიანობას.

"საზღვაო აკადემიაში ვსწავლობ, ვაკანსია რომ გამოცხადდა, მივიღე მონაწილეობა. ესაა ჩემთვის გამოწვევა. სურვილი მაქვს გავაკეთო ის საქმე, რასაც ბიჭები აკეთებენ და დავიცვა ზღვაში მყოფი მოქალაქეთა უსაფრთხოება", - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მაშველმა გოგონამ, ქრისტინე დიდმანიძემ.

VIDEO: "სურვილი გამიჩნდა გავაკეთო ის, რასაც აკეთებენ ბიჭები" - მაშველი გოგონები, რომლებიც წელს აჭარის სანაპიროზე დაგიცავენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ