ავტორი:

ლევან ვასაძე - მოვედით, რომ საქართველოში გარყვნილების ზეიმი არ დავუშვათ

ლევან ვასაძე - მოვედით, რომ საქართველოში გარყვნილების ზეიმი არ დავუშვათ

ჩვენ იმისთვის მოვედით, რომ საქართველოში გარყვნილების ზეიმი არ დავუშვათ - ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში რამდენი ელჩიც არ უნდა ერეოდეს, რამდენი ზეწოლაც არ უნდა მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე, ანტიკავკასიურ, ანტიტრადიციულ ცხოვრების წესს სიბილწის პროპაგანდისტებს ჩვენ არ ვაზეიმებთ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულმა ლევან ვასაძემ განაცხადა.

ვასაძემ ისიც თქვა, რომ უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლა იყო სამღვდელოებაზე, მღვდელთმთავრებზე და მეუფეებზე.

“შეხვედრა იყო ერთ-ერთ დასავლურ საელჩოში. ვიცით, რომ ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. იმის ნაცვლად, რომ ის დასავლეთი, რომელსაც ჩვენ შევღაღადებდით და მივმართავდით, როგორც ჩვენს იმედს, რომ გავთავისუფლდებოდით საძულველი მარქსიზმისაგან, შემდეგი ფორმაციის გალიად მოგვევლინა - ცდილობს დაგვაძალოს ანტიტრადიციული, ანტიქრისტიანული ანტიკავკასიური, ანტიქართული ნორმები, რომელიც ჩვენთან ნორმა ვერასდროს ვერ გახდება“, - განაცხადა ლევან ვასაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავითარი პრაიდი და კვირეული საქართველოში არ ჩატარდება.

კანცელარიასთან, სადაც ლგბტ აქტივისტთა აქცია უნდა გამართულიყო, სამართალდამცველებმა კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

კონტრაქციის მონაწილეები ლგბტ აქტივისტებს მიმართავდნენ, რომ დაშლილიყვნენ და დღეს აქ აქცია არ გაემართათ, რასაც ასევე მოჰყვა საპასუხო შეძახილები. ამის შემდეგ კი სამართალდამცველებმა დააკავეს კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე და კანცელარიის ტერიტორიიდან მანქანით გაიყვანეს.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილია. როგორც ალექსანდრე ფალავანდიშვილის მამამ გურამ ფალავანდიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისმა შვილმა ლგბტ აქციის მისამართით ცარიელი ბოთლი ისროლა, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ალექსანდრე ფალავდიშვილი და მისი კიდევ ერთი თანამოაზრე პირი.

ამ დროისთვის ადგილზე რჩებიან ლგბტ აქციის მონაწილეეებიც და კონტრაქციის წარმომადგენლებით, თუმცა მათ შორის პოლიციის კორდონი დგას ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები