ავტორი:

"კვირას მამაკაცებს გეპატიჟებით ვერის ბაღში" - ლევან ვასაძე თანამოაზრეებს მიმართავს

"კვირას მამაკაცებს გეპატიჟებით ვერის ბაღში" - ლევან ვასაძე თანამოაზრეებს მიმართავს

"კვირას, 20:00 საათზე მამაკაცებს გეპატიჟებით ვერის ბაღში,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვასაძე თანამოაზრე მამაკაცებს ხვალ, შეკრებისკენ, ქალებს და ბავშვებს კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ის შეხვედრის მონაწილეებს სამოქმედო გეგმას გააცნობს.

„გეძახით, ხალხო მოდით და დაგვიდექით. ვერავის ავუკრძალავთ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ, ქალბატონებს და ბავშვებს ვთხოვ, დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს - ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი სამშობლოა. ის დაფუძნებულია ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ. ნუ დავუშვებთ ამას. გეპატიჟებით ხვალ, 20:00 საათზე, ვერის ბაღში.

ვფიქრობდი, სად შევიკრიბოთ-მეთქი. მე მთაწმინდელი კაცი ვარ, ჩემი უბანი მიყვარს. მერე გადავწყვიტე, რომ ეს მამაჩემის უბანი - ვერა, ძალიან კარგი და სიმბოლური ადგილია კაცების შეყრისათვის. იქ გაგაცნობთ სამოქმედო გეგმას. ეს სამოქმედო გეგმა არის საქართველოში წესრიგის დაცვა,“ - განაცხადა ვასაძემ.

როგორც მან ვიდეომიმართვისას განაცხადა, ის და მისი თანამოაზრეები არ დაუშვებენ, რომ დედაქალაქში ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილი ღონისძიება „თბილისი პრაიდი“ გაიმართოს. მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმაზე კვირას, 16 ივნისს შეთანხმდებიან.

ლევან ვასაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინდელ აქციაზეც ისაუბრა.

„თავიდან, მომეჩვენა, რომ პოლიცია იქცეოდა ძალიან კარგად, მაგრამ მერე მოიქცა ძალიან ცუდად. არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. საკმარისი იყო ვინმეს ხმა ამოეღო, ან რამე გაეკეთებინა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში. იმათ კი ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს. ეტყობა ასეთი ბრძანება აქვთ და აი, მაგ ბრძანების გამცემს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა, არაფერი შეგეშალოთ.

ამ კვირაში, მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების გამართვისა და კორდონების ჩაყენების უფლებას არ მოგცემთ, კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში და ტყეში, ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ“, - განაცხადა ვასაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცეველები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დაააკავეს.

ლევან ვასაძემ საზოგადოებას რვა შვილი წარუდგინდა: "მორაგბე...მოცეკვავე და..." - როგორ დაახასიათა ბიზნესმენმა შვილები

ლევან ვასაძე პრემიერს და მინისტრებს - "რა გეი აღლუმებათ, თქვენ მართლა... არ ვიტყვი რა... გპირდებით, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა"

"ქალბატონო სალომე, არაერთხელ გადადგით ნაბიჯი, რომელიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და არცხვენს ჩვენს სახელმწიფოს" - ლევან ვასაძემ პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა