ავტორი:

"ელჩების მიმართ აგრესია მანიშნებელია, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს აგრესიული ჯგუფების მიღმა" -თამარ ჩუგოშვილი

"ელჩების მიმართ აგრესია მანიშნებელია, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს აგრესიული ჯგუფების მიღმა" -თამარ ჩუგოშვილი

"განსაკუთრებული აგრესია იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და მათი ელჩების მიმართ. ეს მანიშნებელია, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს იმ აგრესიული ჯგუფების მიღმა, რომელიც გუშინ ვიხილეთ" - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, აგრესიული ჯგუფების მიღმა რუსეთის ინტერესებია.

„ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, არის ძალადობის წამახალისებელი. ეს ფაქტია და ჩანს. რაც შეეხება კონკრეტულად სამართლებრივ გადაცდომებს, არის თუ არა ნიშნები, ამას მე ვერ გეტყვით, ეს უნდა თქვას გამოძიებამ. თუ ჩათვლის საჭიროდ, შეისწავლის ამ მოწოდებებს. მუქარა წარმოადგენს დანაშაულს, ოღონდ, უნდა იყოს რეალური მუქარა, თავისი შემადგენლობა აქვს დანაშაულს.

ზოგადად, არის თუ არა დანაშაულის შემადგენლობა, ამას მე ვერ დავადგენ, ეს უნდა დაადგინოს შესაბამისმა ორგანოებმა. რომც არ იყოს დანაშაულის ნიშნები შიგნით, ძალადობისკენ მოწოდება, ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი რამ არის",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, რატომ გააქტიურდა ლევან ვასაძე და რამდენად მისაღებია მისი მხრიდან ამერიკის და ევროპის ხსენება ცუდ კონტექსტში, ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ეს განცხადებები სხვების მხრიდანაც ისმოდა, რაც სრულიად მიუღებელია.

გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცეველები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დააკავეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები