ავტორი:

გიორგი გახარიას და მისი ქალიშვილის ცეკვა კახა კალაძის ქორწილში - AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ფოტო

გიორგი გახარიას და მისი ქალიშვილის ცეკვა კახა კალაძის ქორწილში - AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ფოტო

თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გრემის ტაძარში ჯვარი დაიწერეს. ანუკი არეშიძეს ჯვრისწერაზე თეთრი ფერის, მხრებმოშიშვლებული, მიდი-კაბა ეცვა, თავზე კი გრძელი შლეიფი ეკეთა. ქალაქის მერი კი ნაცრისფერსა და შავ ფერში იყო გამოწყობილი.

ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა სტუმრებს წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" უმასპინძლა. წვეულებას მუსიკალურად ქართული ესტრადის ვარსკვლავები აფორმებდნენ. კახის და ანუკის ქორწილის წამყვანი ნიკა წულუკიძე იყო. წყვილმა ცერემონიის დროს უზარმაზარი საქორწინო ტორტიც გაჭრა.

სტუმრებს შორის უამრავი ცნობილი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი მეუღლესთან და შვილთან ერთად ესწრებოდა. AMBEBI.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა ფოტო, სადაც გიორგი გახარიას და მისი ქალიშვილის ცეკვაა ასახული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი