ავტორი:

კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვარი დაიწერეს

კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვარი დაიწერეს

თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯვარი დაიწერეს.

წყვილმა დღეს, 15 ივნისს შვილები მონათლა და ნათლობის შემდეგ, ჯვარიც დაიწერა. კალაძის და არეშიძის უმცროსი შვილების ნათლია სხვებთან ერთად საქართველოს პარტიარქიცაა. წყვილს რამდენიმე მეჯვარე ჰყავს, მათ შორის ცნობილი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი და დიზაინერი მაკა კვიციანი.

ანუკი არეშიძეს ჯვრისწერაზე თეთრი ფერის, მხრებმოშიშვლებული, მიდი-კაბა ეცვა, თავზე კი გრძელი შლეიფი ეკეთა. ქალაქის მერი კი ნაცრისფერსა და შავ ფერში იყო გამოწყობილი.

ჯვრისწერის შემდეგ სტუმრებმა კახეთში გადაინაცვლეს, სადაც ანუკი კრემისფერი კაბა ეცვა. აღსანიშნავია, რომ ორივე კაბა დიზაინერი ბრენდის ANOUKI-ის დიზაინითაა შექმნილი.

2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ

მე ვარ მუსიკალური პროვოკატორი და მგონია, რომ რეიტინგს სწორედ ეს "წერს“ - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულსა" და მის კონკურსანტებზე

"დიდი ბრძოლა იქნება" - "მასტერშეფის" ფინალში მოვლენები მოულოდნელად განვითარდება