ავტორი:

"სოციალურ ქსელში დაუძახეს ქართველ კაცებს, მე ქართველი კაცი ვარ და მოვედი" - ემზარ კვიციანი ლევან ვასაძის ორგანიზებულ აქციაზე

"სოციალურ ქსელში დაუძახეს ქართველ კაცებს, მე ქართველი კაცი ვარ და მოვედი" - ემზარ კვიციანი ლევან ვასაძის ორგანიზებულ აქციაზე

სოციალურ ქსელში დაუძახეს ქართველ კაცებს, მე ქართველი კაცი ვარ და მოვედი ამ აქციაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა განუცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, პროცესები დასავლეთიდან იმართება, რასაც აშშ-ის და ბრიტანეთის ელჩების განცხადება ადასტურებს. დეპუტატის თქმით, პროცესი რუსეთის ინტერესში არ არის, რადგან რუსეთის ელჩს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

"სოციალურ ქსელში დაუძახეს ქართველ კაცებს, მე ქართველი კაცი ვარ და მოვედი ამ აქციაზე. მაწუხებს ის თემა, რაც წამოიჭრა და ის კვირეული, რომელიც უნდათ ჩაატარონ ქვეყანაში და ვემიჯნები გეი პროპაგანდას. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი, კავკასიელები. გასაგებია, მივისწრაფით ევროპისკენ და იქ ბევრი კარგი რამ ხდება, იქეთ რომ გავიწიოთ, უკეთესია. სწორედ გარეძალებისგან არის მოხვეული ის, რაც ხდება. ეს გარე ძალები არიან ელჩები, როგორც ამერიკის, ისე ბრიტანეთის, აბა რუსეთის ელჩს არ გაუკეთებია ეს განცხადება" - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციას საქართველოში ელჩი არ ყავს, ვინაიდან საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია.

"მეღიმება - უნდათ, ყველას აჩვენონ, რომ გახარია მხსნელია" - როგორ ეხმაურება ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილის განცხადებას

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"