ავტორი:

სერგეენკო გადადგომას ადასტურებს - "მე დავრჩები გუნდში"

სერგეენკო გადადგომას ადასტურებს - "მე დავრჩები გუნდში"

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ის მინისტრის პოსტს ტოვებს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ და შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრთან ერთად ოფიციალურად დღეს გაკეთდება. ამასთან, სერგეენკო ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება.

„ჩვენ დღეს გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთოთ განცხადება ამის შესახებ. თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ. მე დავრჩები გუნდში, იმიტომ, რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ექიმის ინსტიქტისთვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათეულობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. ასე რომ მე, არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში და უფრო მეტიც, ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა რომ ამ გუნდთან ერთად ვიმუშაო“, - განაცხადა სერგეენკომ.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" -მზადება არჩევნებისთვის; ოპოზიციის გეგმები

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"ამას არ დავუკავშირებდი არც ეკას და არც სხვას...." - დავით სერგეენკო განმარტავს, რატომ არ ჩანდა პანდემიის დროს როგორც პრემიერის მრჩეველი