ავტორი:

"ამას არ დავუკავშირებდი არც ეკას და არც სხვას...." - დავით სერგეენკო განმარტავს, რატომ არ ჩანდა პანდემიის დროს როგორც პრემიერის მრჩეველი

"ამას არ დავუკავშირებდი არც ეკას და არც სხვას...." - დავით სერგეენკო განმარტავს, რატომ არ ჩანდა პანდემიის დროს როგორც პრემიერის მრჩეველი

"რასაც აკეთებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, მათზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი" - ასე პასუხობს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოზე დავით სერგეენკო „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ ჩანდა ის პანდემიის პერიოდში საჯაროდ.

მისი თქმით, მისი პოზიცია საჯარო გამოსვლებს არ ითვალისწინებდა.

"მოკლედ გეტყვით სამუშაოს აღწერილობას, რით ვიყავი დაკავებული. უწყებათაშორის კომისიის მუშაობაში არც საჯარო და არც არასაჯარო სივრცეში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ამოცანა იყო უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების, საერთაშორისო მონაცემების და საერთაშორისო ექსპერტული დასკვნების შეჯერება მინიმუმ კვირაში ერთხელ ან კვირაში რამდენჯერმე, ამ დაიჯესტის ანალიტიკური წერილების მომზადება და მისი მიწოდება პრემიერისთვის.

ბრიფინგებზე უნდა იყოს ძალიან მაღალი დონის ექსპერტი. ის ინფორმაცია, რასაც ამბობ, ძალიან კარგად უნდა იცოდე. იმას, რასაც აკეთებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, მე იმათზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი. რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანს, ის აჟღერებდა უწყებათაშორის გადაწყვეტილებებს შეზღუდვებსა და შემსუბუქებაზე და არა საკუთრივ, ეპიდემიოლოგიურ სურათს", - აღნიშნავს სერგეენკო.

მან ასევე პოზიტიურად შეაფასა პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემის მუშაობა, თუმცა, უარი თქვა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მუშაობის შეფასებაზე. სერგეენკო აღნიშნავს, რომ ის საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.

"მე არ დავუკავშირებდი ამას პიროვნებებს, არც ეკას და არც ვინმე სხვას. მე გეტყოდით, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, კერძოდ მისმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილმა იმუშავა ბრწყინვალედ. ორი საყრდენი წერტილი იყო აქ: ადრეული ჩარევები და მეორე - უწყებათაშორისი ანუ მულტისექტორული კომუნიკაცია.

ამისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი ექსპერტიზით და კომპეტენციით უნდა დაერწმუნებინა მთავრობა, რომ მიეღოთ ის ზომები, რომელიც მიიღეს. ეს მათ შესანიშნავად შეასრულეს. მინისტრის მუშაობა, რადგან ეს პოლიტიკური პოზიციაა, უნდა შეაფასოს საზოგადოებამ და არა მისმა წინამორბედმა", - განაცხადა სერგეენკომ.

"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)

როგორ ეხმაურება პრემიერი ექსპერტიზის დასკვნას, სადაც წერია, რომ ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე მისი თითის ანაბეჭდი არ არის

"ნუ ღელავთ, ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში" - გიორგი გახარია ჟურნალისტებს