ავტორი:

პრემიერის საგანგებო ბრიფინგი - ბახტაძე მთავრობაში ცვლილებებზე ისაუბრებს

პრემიერის საგანგებო ბრიფინგი - ბახტაძე მთავრობაში ცვლილებებზე ისაუბრებს

საქართველოს პრმეიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე ჩაინიშნა.

არსებული ინფორმაციით, პრემიერი მინისტრთა კაბინეტში ცვლილების შესახებ გააკეთებს განცხადებას. პოსტს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ტოვებს, რასაც თავადაც ადასტურებს.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ და შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრთან ერთად ოფიციალურად დღეს გაკეთდება. ამასთან, სერგეენკო ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება.

„ჩვენ დღეს გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთოთ განცხადება ამის შესახებ. თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ. მე დავრჩები გუნდში, იმიტომ, რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ექიმის ინსტიქტისთვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათეულობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე.

ასე რომ, მე არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში და უფრო მეტიც, ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა, რომ ამ გუნდთან ერთად ვიმუშაო“, - განაცხადა სერგეენკომ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ბახტაძემ სერგეენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, "ნუ გაასწრებენ მოვლენებს".

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები