ავტორი:

საქართველოში ერთ დროს გადაშენებული ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა - ულამაზესი სანახაობა ვაშლოვანის ნაკრძალიდან

საქართველოში ერთ დროს გადაშენებული ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა - ულამაზესი სანახაობა ვაშლოვანის ნაკრძალიდან

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სამუხის ველზე ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა.

ქურციკები ანუ ჯეირნები, საქართველოში მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდნენ, თუმცა, 2014 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანელი კოლეგების დახმარებით, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიებზე 40 ქურციკი გადმოიყვანეს, რომლებიც გამრავლდნენ და ახლა კვლავ შესაძლებელია ამ ულამაზესი სახეობის ხილვა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, სამუხის ველზე.

ქურციკებზე მუდმივად მიმდინარეობს დაკვირვება და მონიტორინგი, დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისა და სხვა ექსპერტების აქტიური ჩართულობით. ამ ეტაპზე, დაახლოებით 90-ზე მეტი ინდივიდია დაფიქსირებული ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე.

როგორც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში ამბობენ, მონაცემები იმედის მომცემია, თუმცა, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა წინ. იმისათვის, რომ ქურციკების სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია არსებობდეს, საჭიროა გაგრძელდეს აზერბაიჯანიდან ქურციკების ტრანსლოკაცია და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარე ხელისშემშლელი ფაქტორები.

ქურციკების რეინტროდუქცია მიმდინარეობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პროექტის „ტრანსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს“ (TJS-III) ფარგლებში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით, KFW-ს რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საშუალებით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს