ავტორი:

ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან პოლიცია იყო მობილიზებული

ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან პოლიცია იყო მობილიზებული

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. სააკაძის მოედანთან პოლიციის რამდენიმე ავტომობილი და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, თუმცა მათმა უმეტესმა ნაწილმა მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რატომ იყვნენ შეკრებილები, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ ასევე განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიცია სააკაძის მოედანზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდა. უწყებაში მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ.

ამჟამად მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მხოლოდ სამი ავტომობილი რჩება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ