ავტორი:

"რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა" - რას წერს თამარ ჩუგოშვილი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის შესახებ

"რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა" - რას წერს თამარ ჩუგოშვილი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის შესახებ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე კომენტარს აკეთებს:

"ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი.

არ ვიცი რა უნდა ვთქვა.

ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა", - წერს თამარ ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია.

აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას აპროტესტებს საპარლამენტო ოპოზიცია.

სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

ოპოზიციის განცხადებით, სერგეი გავრილოვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ აქვს დარღვეული, რასაც უმრვალესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს.

გენერალური ასამბლეა 21 ივნისს დაიხურება. ამ წუთებში პარლამენტის სასესიო დარბაზში დელეგატთა სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები