ავტორი:

"კობახიძე = გავრილოვს! დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი" - ოპოზიციის მუქარა ირაკლი კობახიძეს

"კობახიძე = გავრილოვს! დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი" - ოპოზიციის მუქარა ირაკლი კობახიძეს

„ნაციონალური მოძრაობა“ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის პარლამენტში ჩატარებასთან და მასში რუსი დეპუტატების მონაწილეობასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის აღებას უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე ვეღარ იქნება და სასესიო დარბაზში ვეღარ შემოვა.

საქართველოს პარლამენტის უღირსი თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დაიწყოს, რადგან ის იმ სკამს არ იმსახურებს, რომელიც მან რუს დეპუტატს დაუთმო, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ყოფნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.

„საუკუნეების განმავლობაში ქართველები, გმირები იღუპებოდნენ იმისთვის, რომ გავრილოვი და რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში არ დამსხდარიყვნენ მაღალ ტრიბუნებზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირდაპირ, უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ტანკების, იარაღებისა და ატომური ბომბების გარეშე შემოიყვანა რუსი ოკუპანტი, დასვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, პარლამენტის თავმჯდომარეს და დღეს, აქედანვე უნდა დაიწყოს საქართველოს პარლამენტის უღირსი თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი, რადგან ის იმ სკამს არ იმსახურებს, რომელი სკამიც მან რუს დეპუტატს დაუთმო. აბა, რისთვის ვიბრძოდით, ვაშაძე რომ არ გვინდოდა პრეზიდენტად? ტყუილი ყოფილა ყველაფერი. ეს დანაშაულია და იმპიჩმენტი კი არა, საქართველოში არ უნდა დაედგომოდეს. ალბათ, გავრილოვს სახელმწიფო დაცვა იცავს და ის მდინარაძის კაბინეტში ყავას სვამს. კობახიძეს ამაზე პასუხისმგებლობა თუ არ დაეკისრება, მაშინ ეს სახელმწიფო არ ყოფილა! რა მნიშვნელობა აქვს, სად იმყოფება? თუ ის დღეს საქართველოში არ არის, მაშინ აღარ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

მან საქართველოს პარლამენტში ბანერი გამოფინა წარწერით: „კობახიძე = გავრილოვს! დაიწყოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი“.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები