ავტორი:

სუს-ი ოკუპირებული ცხინვალის საჰაერო სივრცეში გამოჩენილ ვერტმფრენზე

სუს-ი ოკუპირებული ცხინვალის საჰაერო სივრცეში გამოჩენილ ვერტმფრენზე

ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ სუს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

ამასთან, სუს-ში არ აკონკრეტებენ, რუსულ ვერტმფრენზეა თუ არა საუბარი.

„ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება, როგორც IPRM-ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) ისე ჟენევის ფორმატებში“, - აცხადებენ სუს-ში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო