ავტორი:

ზაქარია ქუცნაშვილი - საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი

ზაქარია ქუცნაშვილი - საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. მისი განცხადებით, ის აცნობიერებს ხალხის სამართლიან მღელვარებას იმ ფაქტზე, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას რუსი დეპუტატი „კომუნისტური პარტიიდან“ სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

„მე ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა და გაღიზიანდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. მე მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ალბათ, მე უფრო მეტად უნდა მომენდომებინა საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას. როცა ორი სკამი დადგეს პრეზიდიუმში, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ორივე დაჯდებოდა ზემოთ და შესაბამისად, რომელი გახსნიდა სხდომას და რომელი წაიყვანდა, ეს იყო ტექნიკური საკითხი. მე ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას და დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები