ავტორი:

"ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა" - რა ტრავმა მიიღო 8 წლის ასაკში ნელი აგირბამ და რის გამო იღებს საყვედურებს ყველაზე ხშირად

"ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა" - რა ტრავმა მიიღო 8 წლის ასაკში ნელი აგირბამ და რის გამო იღებს საყვედურებს ყველაზე ხშირად

"როცა თავს ვატყობ, ვინმეს ვეპრანჭები, გაპრანჭვას ეგრევე ვწყვეტ. გაპრანჭვა თამაშია, ეს თამაში არ მინდა, არ მომწონს", - ამბობს ტელეწამყვანი ნელი აგირბა. რა ტრავმა მიიღო 8 წლის ასაკში, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე - აგირბა ჟურნალ "გზას" ესაუბრა:

დაბადების თარიღი...

- ...1986 წლის 10 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კომპოზიტორი. დღესაც სწავლის პროცესში ვარ, ამ მიმართულებით ვმუშაობ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ გულწრფელი.

- მეშინია...

- ...არაფრის მეშინია. ფობიები არ მაქვს. ზოგჯერ შეიძლება პატარა შიში შემომეპაროს, მაგრამ მალევე გადამივლის ხოლმე.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მაქებენ. სულერთია, შექება საჯაროდ ხდება თუ პირისპირ საუბრისას.

- ვნანობ...

- ...არაფერს ვნანობ. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სიყვარულია. ამავდროულად, ეს სიძლიერეც არის.

- ბოლოს ვიტირე...

- ...2 დღის წინ, თერაპიული პროცესის დროს. თიხაზე ვმუშაობდი და 8 წლის ასაკში გადატანილი ტრავმა გამახსენდა, ამეტირა. ეს ის პერიოდი იყო, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მათ შორის რომელთან დავრჩებოდი, არჩევანი უნდა გამეკეთებინა. დედა რუსეთში აგრძელებდა ცხოვრებას, მამა - საქართველოში. იმ დროს მეც რუსეთში ვცხოვრობდი და საქართველოში მამასთან ერთად დავბრუნდი. მერე იყო რთული პერიოდი, დედის მონატრება, რომელსაც მისი შორს ყოფნა ამძაფრებდა. ურთულესი დღეები მქონდა. ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა. მამაც ცუდად იყო, მასთანაც ისე ვერ ვურთიერთობდი, როგორც მინდოდა. ბებიასთან ვიზრდებოდი. ოჯახი დაიშალა - მე, დედა და მამა ყველანი ცალ-ცალკე ცუდად ვიყავით. იმ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე. მშობლებს, რომლებიც დღეს ერთად აღარ ცხოვრობენ და საერთო შვილები ჰყავთ, ვთხოვ, მათ მაქსიმალური სიყვარული მისცენ. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მშობლებს ერთმანეთი მაინც უყვართ, უბრალოდ, ერთად არ ცხოვრობენ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ადამიანს სჭირდება ბევრი გავცე და ვხვდები, რომ ეს მე მანადგურებს. სანამ რამე ძალა მაქვს, არჩევანს ყოველთვის იმ ადამიანის სასარგებლოდ ვაკეთებ და არა - საკუთარი თავის.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მატყუარა და უპასუხისმგებლო ადამიანებს. შემიძლია, მათ ღიად დავუპირისპირდე.

- სიყვარული ეს...

- ...ვართ ჩვენ. ყველა ცოცხალი ადამიანი სიყვარულია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...პირველად შემიყვარდნენ მშობლები. თქვენ თუ საპირისპირო სქესს გულისხმობთ, ჯერ მამა შემიყვარდა, მერე ნათესავი კაცები, მერე ჩემი კლასელი ბიჭი და ჯგუფელი, რომელიც მუსიკალურში ჩემთან ერთად სწავლობდა. ისინი ჩემთვის, ჩუმად მიყვარდა, ვერ გამოვხატავდი...

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ თუ არა? ამ თემაზე არ ვლაპარაკობ.

- ვეპრანჭები...

- ...როცა თავს ვატყობ, ვინმეს ვეპრანჭები, გაპრანჭვას ეგრევე ვწყვეტ. გაპრანჭვა თამაშია, ეს თამაში არ მინდა, არ მომწონს...წაიკითხეთ სრულად

"ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო, ფილტვებში გამოიწვია სისხლდენა" - ანიტა ფაცაციას მდგომარეობაზე ოჯახის ახლობლები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ

"ცხვირ-პირის კაშნეთი აკვრა საჭირო არ არის" - როგორ შევარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის და როგორ ვუმკურნალოთ გრიპის ვირუსს

დაპირისპირება ვარკეთილში, "ანას ბაღთან" - დაკავებულია 4 პირი