ავტორი:

"ქართულმა მხარემ შემომთავაზა პრეზიდიუმში ადგილი, სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს" - სერგეი გავრილოვი

"ქართულმა მხარემ შემომთავაზა პრეზიდიუმში ადგილი, სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს" - სერგეი გავრილოვი

რუსმა დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან“ სერგეი გავრილოვმა, რომლის ჩამოსვლასაც თბილისში საპროტესტო ტალღა მოჰყვა, ინციდენტის შესახებ რუსულ „კომერსანტთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ქართული მხარისგან მათ მიიღეს წერილობითი გარანტიები ასამბლეის ყველა მონაწილის უსაფრთხოებაზე.

"საქართველოს პარლამენტი ორი წელი გვთავაზობდა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას და როგორც იქნა, ჩვენ ჩავედით.

ასამბლეის გახსნაზე ჩვენ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს სტუმართმოყვარეობისთვის და ღონისძიების კარგი ორგანიზებისთვის. 20 ივნისს კი მიგვიწვიეს პარლამენტის შენობაში. ქართულმა მხარემ შემომთავაზა პრეზიდიუმში დამეკავებინა ადგილი. სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს" - განაცხადა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა.

სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო გუშინ დატოვეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები