ავტორი:

ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა

ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, გადაწყვეტილების შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გაიმართა, მას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

ჯერ კიდევ გუშინ უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ყოფნის გამო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ორგანიზატორები პასუხს აგებდნენ, თუმცა ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ იდგა.

პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება, გადადგომის შესახებ წერილობით მიმართვის ან საჯაროდ განცხადების მომენტიდან.

შეგახსენებთ, საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყვანეს სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები