ავტორი:

მოვითხოვთ მათ გამოვლენას და დასჯას, ვინც ესროდა ჟურნალისტებს - აქცია შსს-სთან

მოვითხოვთ მათ გამოვლენას და დასჯას, ვინც ესროდა ჟურნალისტებს - აქცია შსს-სთან

შსს-თან აქცია სახელწოდებით - „ნუ გვესვრი“ მიმდინარეობს. აქციას მედიის წარმომადგენლები ატარებენ და პარლამენტის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების შედეგად ჟურნალისტების დაშავებას აპროტესტებენ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონაცემებით, ამ დროისთვის მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას მედიის 33 წარმომადგენელი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა შსს მიმართ მიმართვა წაიკითხეს და იმ სამართალდამცველების დასჯა მოითხოვეს, ვინც ჟურნალისტების მისამართით ისროლა.

„დაშავებულთა რიცხვი იზრდება. ჩვენ მოვითხოვთ იმ სამართალდმცავების სასწრაფო გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, მათ შორის მათ, ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. ამავე დროს მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანებაზე და პროფესიული საქმიანობის დროს დაკავებისა და ხელის შეშლის ფაქტებზე", - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართვაში, რომელსაც ხელს მედიის წარმომადგენლები აწერენ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილის ახლობლებს ყინულზე ეთქვათ უარი" - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს განცხადება

ღვინის კომპანია "შუმმა" ჟურნალისტებისათვის ინფო-ტური მოაწყო