ავტორი:

ღვინის კომპანია "შუმმა" ჟურნალისტებისათვის ინფო-ტური მოაწყო

ღვინის კომპანია "შუმმა" ჟურნალისტებისათვის ინფო-ტური მოაწყო

18 ივლისს, წინანდალში, "ღვინის კომპანია შუმის" ტურისტულ ბაზაზე მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მიზანია ტურისტული კომპლექსის სიახლეების გაცნობა. ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით "ღვინის კომპანია შუმი" მომხმარებელს ხარისხიან მომსახურებას და სერვისებს შესთავაზებს. მედიის წარმომადგენლებმა ნაფარეულში დაათვალიერეს შუმის ბიო და ბიოდინამიური ვენახი, შეხვდნენ გიორგი ალადაშვილს -კომპანიის მთავარ კონსულტანტს მევენახეობის დარგში.

9 ჰექტარზე გაშენებული ტურისტული კომპლექსი ისტორიულ ადგილას მდებარეობს და ალექსანდე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. ჟურნალისტები ვიზიტის დროს დაათვალიერეს საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 900-ზე მეტი ჯიშია დაცული, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი რამდენიმე ათეული ქართული ვაზის ჯიში, ეთნოგრაფიული სახლი, ვაზის და ღვინის მუზეუმი, რომლის უძველესი ექსპონატები 6000 წლით თარიღდება, ღვინის მარანი და ენოთეკა. ტურისტულ კომპლექსში წარმოდგენილია ისეთი ცნობილი სკულპტორების ნამუშევრები როგორიცაა: მერაბ მერაბიშვილი, ზურაბ წერეთელი, გია ჯაფარიძე, გელა დურუჯელი, გია ხიზანიშვილი და სხვა. ამავე ტერიტორიაზეა ღვინის მაღაზია, „ღვინის კომპანია შუმის“ პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, სადაც წარმოდგენილია ქართული ტრადიციული და კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები და სხვა ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის ისეთი უნიკალური სასმელები, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვთ -ლაზარე, შობილი, ზიგუ, გენეზისიდა სხვა....

შუმის ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ მომსახურებებს, როგორიცაა: შემეცნებითი ტური, სხვადასხვა სადეგუსტაციო პაკეტები, კულინარიული მასტერკლასები - ქართული პურის და ხაჭაპურის ცხობა, ხინკლის მოხვევა, ჩურჩხელის ამოვლება და სხვა... აქტივობებს შორისაა, მონაწილეობის მიღება რთველში და საკუთარი ხელით დაკრეფილი ყურძნის ქვევრში ჩაწურვა.

ღვინის კომპანია „შუმი“ 1997 წელს დაარსდა, 2001 წელს დასრულდა ღვინის ქარხნის მშენებლობა და საკუთარი ვენახიდან პირველი მოსავლის მიღება.კომპანიის სახელწოდება „შუმი“ ძველქართულად საუკეთესო ღვინოს ნიშნავს. იგი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2005 წელს საერთაშორისო სერტიფიკატის DIN EN ISO 9001:2000 და HACCP, 2012 წელს კი ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და პროდუქტთა უსაფრთხოების ISO 22000 და HACCP მფლობელი გახდა.

კომპანია 2004 წლიდან აწარმოებს ბიოღვინოს, რომელიც სერთიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. „ღვინის კომპანია შუმი“ მსოფლიოს 29 ქვეყანაში ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს, დაჯილდოებულია 270-ზე მეტი უმაღლესი ხარისხის მედლით. კომპანიას აქვს ღვინის ფართო ასორტიმენტი, ყურძნისეული წარმოშობის მაგარი ალკოჰოლური და მათ შორის ექსკლუზიური სასმელები.

შუმი საქართველოში პირველი ღვინის კომპანიაა, რომელიც წარდგენილია ბიოდინამიკური ვენახის დემეტერის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირებაზე. 2020 წელს კომპანიამ ახალგაზრდა კადრების გაზრდის მიზნით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის ბაზაზე „შუმის ღვინის სკოლა SWS” დაარსა. სკოლის შექმნის მიზანს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტრადიციების გაზიარება, სიახლეების გაცნობა და დარგის სხვადასხვა ინოვაციური მიმართულებების პოპულარიზაცია წარმოადგენს და ფერმერებს (მევენახეები, მცირე და ოჯახური მარნები) თუ დარგით დაინტერესებულ პირებს თემატურ ლექცია-სემინარებს სთავაზობს. COVID 19-ით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სკოლა მიმდინარე წელს მსმენელებს სემინარებს უფასოდ სთავაზობს.

"დამღუპეს, ჩემი სიცოცხლე რა დღეში ჩამიგდეს..." - თამარ ბაჩალიაშვილის მამის ემოციური ეთერი

შსს-სთან აქციაზე სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

"ბავშვი იმავე მონაკვეთიდან გაუჩინარდა, საიდანაც წლების წინ ბაბუამისი გაქრა" - სვანეთში დაკარგულ მოზარდზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი