ავტორი:

"არასოდეს ვაძლევ თავს უფლებას, გავაკეთო პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამ ერთხელ მომიტევეთ..." - რას წერს ნინო სურგულაძე "ფეისბუქზე"

"არასოდეს ვაძლევ თავს უფლებას, გავაკეთო პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამ ერთხელ მომიტევეთ..." - რას წერს ნინო სურგულაძე "ფეისბუქზე"

მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ქართულ საზოგადოებას მიმართავს:

"ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო და არა მარტო... ვუყურებ ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მიმძიმს შორიდან ამ ყველაფრის ყურება, რადგან ამ პროცესების ინსპირატორი კვლავ ჩვენი მტერი რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც არაერთგზის მცდელობისა, მაინც ვერ დაგვაჩოქა.

ვუყურებ ჩვენს გულმხურვალე ახალგაზრდებს და ამაყი ვარ, რადგან მათი ხმა ნამდვილად ისმის მსოფლიოში.

ამაყი ვარ, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა, მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. ამაყი ვარ და გულანთებული, როცა რამდენიმე საათში მიწევს უდიდეს წარმომადგენლობით ღონისძიებაზე გასვლა და სიმღერა, სადაც მე აუცილებლად სიამაყით ვიტყვი, რომ ქართველი ვარ.

არასოდეს არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, გავაკეთო პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამ ერთხელ მომიტევოს ყველამ - ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მკვლელ რუსეთს არ მივცეთ საბაბი, კიდევ ერთხელ არ წამოგვაგონ პროვოკაციას.

ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ამის მჯერა და სულ გამარჯვებულები ვივლით წინ საქართველოს საკეთილდღეოდ.

სიყვარულით თქვენი ნინო" - წერს სურგულაძე.

"ჩახუთულ დერეფანში ხალხი 6-8 საათი დგას რიგში და სულს ღაფავს. სკამიც არ არის..." - რა პრობლემა შეექმნა დავით ნიკურაძეს სარფის საზღვარზე

"სხვა შეგრძნებაა როცა იგებ, რომ უცხო ადამიანები ზრუნავენ შენზე" - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა შსს-ში დასაქმების შემდეგ

"არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შაქარაშვილის საქმის დაფარვის ინტერესი აქვს, მაგრამ..." - რის აღიარებას ურჩევს გია ხუხაშვილი ხელისუფლებას?