ავტორი:

„ჩვენ არ დავიღლებით, არ გავჩერდებით" - აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრნენ

„ჩვენ არ დავიღლებით, არ გავჩერდებით" - აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრნენ

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ დაიძრნენ. დემონსტრანტების გადაწყვეტილებით, ისინი საკუთარ მოთხოვნების შესახებ მმართველი პარტიის ოფისთანაც განაცხადებენ.

„ჩვენ არ დავიღლებით, არ გავჩერდებით. ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მანამდე, აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მოუწოდეს, რომ ეს მსვლელობა მშვიდობიანად წარიმართოს.

აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მოითხოვენ. ისინი ასევე 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები