ავტორი:

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა, "ქართული ოცნების" ოფისში კი ბრიფინგი დაინიშნა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა, "ქართული ოცნების" ოფისში კი ბრიფინგი დაინიშნა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნებია, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, 20-21 ივნისს, დაკავებული მომიტინგეე გათავისუფლება და 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, ოთხი დღეა მიმდინარეობს.

ამასთან, "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი დაინიშნა. სავარუდოდ, ბრიფინგი ნიკა გვარამიას განცხადებებს და ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდება.

ორმა წყარომ, მათ შორის სახელისუფლებომ, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება "რუსთავი 2"-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს ღამით, არ გაბედოთ ამის გაკეთება, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა გვარამია შესაბამის პირებს სთხოვს არ ამუშავდეს მსგავსი სცენარი, რადგან ეს რუსეთის ინტერესებში შედის.

"რამდენიმე წუთის წინ, ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს ღამით. ამ იდეას ჰყავს მოწინააღმდეგეები და მომხრეებიც ხელისუფლებაში. ეს ის შემთხვევაა, როცა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრება შეძლო და გაბედა ხელისუფლების რამდენიმე გონიერებაშერჩენილმა წევრმა. სხვა ვითარებაში მოვიწვევდი დიპკორპუსსს, დაველაპარაკებოდი ენჯეოებს, მაგრამ ახლა მიმაჩნია, ის რაც ქვეყანაში ხდება ბოლო კვირების განმავლობაში, არის რუსული სცენარი, სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. მე ვერ დავადანაშაულებ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს. მე მგონია, რომ ხელისუფლების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება და ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გარკვეული წარმომადგენლები და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები და ამ ღერძს შეადგენენ. ამიტომ რა მიზეზიც არ უნდა იყოს, აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, მაგალითად, ფარული ჩანაწერები და რაღაც ლეგიტიმური ერთი შეხედვით მიზნები, არ გაბედოთ ამის გაკეთება, ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა, რომელი არხი დაიხურება და ადამიანებს შეეხებით და ა.შ. არ გაბედოთ ამის გაკეთება იმიტომ, რომ ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავედ უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში და, რა თქმა უნდა, ეს შედის ჩვენი მთავარი და ერთადერთი მტრის, რუსეთის ინტერესებში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ში შესვლის საბაბი შეიძლება იყოს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და ვითომ ერთი შეხედვით ლეგიტიმური მიზნები.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები