ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილის სასახლეში სპეცრაზმი შევიდა" - რა ვითარებაა რუსთაველზე

"ბიძინა ივანიშვილის სასახლეში სპეცრაზმი შევიდა" - რა ვითარებაა რუსთაველზე

ბიძინა ივანიშვილის სასახლეში სპეცრაზმი შევიდა, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივიტმა გიგა მაქარაშვილმა რუსთაველზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ერთი კაცის სახლია, ამ კაცის სახლს ამ წუთას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ იცავენ სპეცრზმელები, რომელსაც ხელფასს ჩვენ ვუხდით. ეშინიათ, რადგან ეშინიათ სწორად ვიქცევით. ძალადობას არა! ჩაგვრას არა! ოლიგარქს არა! ოკუპაციას არა! საქართველოს გაუმარჯოს", - განაცხადა მაქარაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სპიკერები სიტყვით მიმართავენ. ერთ-ერთმა სპიკერმა მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ აქციების დროს ხელისუფლება ცდილობს "მოგზავნილი პროვოკატორებით" არეულობის შემოტანას. მან აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა: "არ გრცხვენია ხელისუფლებავ, პროვოკაციების იმედზე ხარ დარჩენილი?!

„ველოდებით, რომ დღესვე გათავისუფდებიან დაკავებულები მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე მურუსიძეა. ველოდებით, რომ შს მინისტრი, რომელიც სისხლისზღვრაზეა პასუხისმგებელი გადადგება. ველოდებით, რომ ხელისუფლება , რომელმაც დაუშვა, რომ ოკუპანტი წამოგვჯდომოდა აქ პარლამენტში, სადაც გამოცხადდა დამოუკიდებლობა, აიღებს პასუხიმგებლობას ამაზე და მოგვცემს პროპორციულ არჩევნებს, რომლის შედეგადაც ძალაუფლება ხალხს ანუ, ჩვენ დაგვიბრუნდება. ჩვენი ძალა არის სიმშვიდე, ამ სიმშვიდით გაუტეხლობით, მოთმინებით მივაღწევთ ,რასაც ვითხოვთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს. ვერ დავტოვებთ ჩვენს მეგობრებს ციხეში, ვერ დავტოვებთ შს მინისტრად ადამიანს, რომელიც ბრძანებებს იძლევა, რომ საკუთარი მოქალაქეები დამიზნებით დაასახიჩრონ. ვერ შევეგუებით კოლაბორაციონისტ ხელისუფლებას-ვერა. ნუ გეშინიათ ვერავინ გამოიყენებს თქვენს ჯანსაღ პროტესტს ვერავითარი მიზნებისთვის. ოპოზიციური პარტიების მხარამჭერებო, ჩვენ გვჭირდება თქვენი გვერდში დგომაც. ჩვენ ვაჩვენებთ საკუთარი სიმშვიდით, რომ მათი არ გვეშინია, არავითარი პროვოკაციების არ გვეშინია“, - აცხადებს მშვილდაძე.

მიშა მშვილდაძის თქმით, ქვეყნის მტერი არა რუსი ხალხი, არამედ რუსული იმპერიალიზმი და ვლადიმერ პუტინია.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ადვოკატებს და მედიას. ასევე ლიტვის პრეზიდენტს იმისთვის, რომ მან მოსახლეობას საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდა. მორაგბეებს და ფეხბურთელებს მხარდაჭერისთვის. ასევე ექიმებს და იმ პოლიციელებს, რომლებმაც დახმარება გაუწიეს მოქალაქეებს. მშვილდაძის თქმით, მათი მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობდა სტოკჰოლმში, ტალინში, თელავივში, ბრიუსელში, ნიუ-იორკში, რისთვისაც მან აღნიშნული ქალაქების მცხოვრებლებს მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მშვილდაძემ აღნიშნა, რომ სტამბულში, ბუდაპეშტში და კიდევ რამდენიმე ქალაქში შენობა-ნაგებობები მხარდაჭერის ნიშნად საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."