ავტორი:

განიხილება თუ არა გიორგი გახარიას გადადგომა?

განიხილება თუ არა გიორგი გახარიას გადადგომა?

ყველა გადაცდომა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, მიუხედავად პოლიტიკური თუ აპოლიტიკურითანამდებობისა, ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მთავარი საზრუნავი, რომელიც პასუხისმგებელია პროცესებზე, საზოგადოების უსაფრთხოებაა.

„არ უნდა მივიყვანოთ ვითარება იმ მდგომარეობამდე, რომ მტრის, რომელიც რეალურად არსებობს შიგნითაც და მით უმეტეს, გარეთ, მოქმედებისა და სტრატეგიის ნაწილი გავხდეთ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, კითხვაზე, განიხილება თუ არა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, ხუნდაძე პასუხობს, რომ "პროცესის სწორი შეფასება განიხილება".

"განიხილება პროცესის სწორი შეფასება და აბსოლუტურად გულწრფელად და დადასტურებულად მინდა გითხრათ, რომ არც ერთი გადაცდომა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, მიუხედავად პოლიტიკური თუ აპოლიტიკური თანამდებობისა, ყველას ექნება საკადრისი პასუხი გაცემული. იმიტომ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ყოველგვარი ძალადობა, მცირედიც კი. იმიტომ, რომ მცირედი ყოველთვის წარმოშობს დიდს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა შს მინისტრის მხრიდან გადაცდომა, დიმიტრი ხუნდაძეს ჟურნალისტებისთვის კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

"ამას სჭირდება კონკრეტული შესწავლა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ წარსულიდან, როცა ქუჩაში ხდებოდა განაჩენები, გასამართლებები და პირადული განწყობით ხდებოდა ამა თუ იმ ადამიანის მიმართ კონკრეტული განაჩენების გამოტანა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები