ავტორი:

ცეცხლზე ნავთი, ანუ რა მოჰყვება გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას

ცეცხლზე ნავთი, ანუ რა მოჰყვება გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა, 20-21 ივნისის მოვლენებზე სასაუბროდ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის უფლება მიეცეს. სავარაუდოდ, ეს არ არის მხოლოდ გახარიას გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილმა მას მისცა შანსი, პარლამენტის ტრიბუნიდან შეეცადოს, საზოგადოებრივი აზრის სათავისოდ შემობრუნებას. თუმცა, ამის ალბათობა ნაკლებია.

ირაკლი კობახიძის მაგალითი ყველას გვახსოვს - პარლამენტის თავმჯდომარე 20 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებამდე 10 წუთით ადრე რომ გადამდგარიყო, ამ უბედურებას ავცილდებოდით. იგივე ხომ არ ხდება გახარიას შემთხვევაში? ანუ მისი თანამდებობიდან წასვლის დროში გაწელვა, ხომ არ გამოიწვევს საპროტესტო მუხტის ახალი ძალით გაღვივებას?!

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა და ამ ფონზე გახარია აპირებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. აქცია, სავარაუდოდ, იმ დროს დაინიშნება, როდესაც პარლამენტში გახარიას მოსმენა გაიმართება. დიდია იმის ალბათობა, რომ აქციის მონაწილეები შეეცადონ, არ შეუშვან პარლამენტში შს მინისტრი, ანუ კიდევ ერთი დაძაბულობის კერა შეიქმნება პარლამენტთან, არაპროგნოზირებადი შედეგით. მეორე მხრივ, ოპოზიცია („ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“) შეეცდება, არ შეუშვას გახარია სხდომათა დარბაზში.

არ არის ეს ცეცხლზე ნავთი?! გახარია რომ მაგალითად, დღეს გადადგეს, ასე თუ ისე „ოცნება“ სახეს შეინარჩუნებს, მაგრამ თუ შს მინისტრი გადადგება მას შემდეგ, რაც მისი მოსმენა ახალი დაძაბულობის შექმნას განაპირობებს (და იძულებული გახდება გადადგეს), ეს უკვე არ იქნება ღირსეული საქციელი.

ასე რომ, ჩვენი აზრით, გახარიას პარლამენტში მისვლის დაანონსება გაუთვლელი და წამგებიანი პოლიტიკური ნაბიჯია და „კობახიძე 2“-ია. იმედია, ამას ხვდებიან „ოცნებაში“ და გახარიას „გაპრავებაზე“ კი არა, ახალი შს მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობენ...

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები