ავტორი:

რა შემთხვევაში შეუჩერდება ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი - გიორგი კახიანის განმარტება

რა შემთხვევაში შეუჩერდება ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი - გიორგი კახიანის განმარტება

საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეუჩერდება ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი.

როგორც გიორგი კახიანმა იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო და წესების კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას ნიკანორ მელიას პატიმრობა შეეფარდოს თუ სხვა აღკვეთის ღონისძიება.

„საკითხი არის შემდეგნაირად. გენერალურმა პროკურატურამ მომართა პარლამენტს და ითხოვს თანხმობას. თუ ჩვენ თანხმობას მივცემთ, ამის შემდეგ გენერალურ პროკურატურას ექნება უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ამ საკითხზე ვმსჯელობთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მართლა ასე მოხდება, პარლამენტი მიცემს თანხმობას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს პროკურატურისთვის უფლებას რომ დააპატიმროს პარლამენტის წევრი, არამედ, მას უფლება ექნება მიმართოს სასამართლო ორგანოს და სასამართლო სისხლის საპროცესო კანონის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას ნიკანორ მელიას პატიმრობა შეეფარდოს თუ სხვა აღკვეთის ღონისძიება. პარლამენტი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო.

ამის შემდგომ, თუ მოხდა ისე, რომ პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და სასამართლომ მელიას პატიმრობა შეუფარდა, მხოლოდ ამის შემდგომ პარლამენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეუჩერდება პარლამენტის წევრის იმუნიტეტი“, - განაცხადა კახიანმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები