ავტორი:

"სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა" - რას ყვებიან თურქეთში ავარიის დროს გარდაცვლილ ქართველებზე ახლობლები

"სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა" - რას ყვებიან თურქეთში ავარიის დროს გარდაცვლილ ქართველებზე ახლობლები

თურქეთში გარდაცვლილი ორი ქართველის გადმოსვენების პროცედურა დაწყებულია და პროცესში საქართველოს საკონსულო და თურქული მხარე არიან ჩართულნი. ამასთან დაკავშირებით, გარდაცვლილთა ახლობლები სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან არიან შეკრებილნი.

როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა იმან გამოიწვია, რომ სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა. გარდაცვლილთა ახლობლები ამბობენ, რომ მძღოლი თურქეთში ხშირად დადიოდა და ქართველებს კლინიკებში თარჯიმნობას უწევდა.

"თურქეთში გამოკვლევებზე იმყოფებოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. ყველანი ერთი ოჯახის წევრები არიან. ავტობანზე სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ავარიაში მოყვა. გარდაცვლილია მძღოლის მამა და მამის დეიდა. მძღოლს ხშირად დაყავდა თურქეთში ახლობლები და ყველა ვინც სამედიცინო კუთხით დახმარებას საჭიროებდა, თურქეთის საავადმყოფოებში თარჯიმნობასაც უწევდა. ახლა ველოდებით გარდაცვლილების გადმოსვენებას" - აცხადებს დაღუპულების ახლობელი რომან იაკობაძე.

რაც შეეხება ავარიის დროს დაშავებულს, ის რიზეს ერდოღანის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

53 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ კრიტიკულია. პაციენტს სახეზე ჭრილობები, დაზიანებები, მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან ღამით თურქეთის ქალაქ ტრაპზონთან ავარიის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

"კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა" - ლალი ტურძელაძე

საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა - მისი მდგომარეობა მძიმეა