ავტორი:

"ქართული ოცნების" წევრები, რომლებმაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს

"ქართული ოცნების" წევრები, რომლებმაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ქართული ოცნების" წევრებმა რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ, მირიან წიკლაურმა და მარიამ ჯაშმა. ამასთან, კენჭისრის ანგარიშის მიხედვით, რომან კაკულია, ბექა ოდიშარიამ და მირიან წიკლაურმა რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მარიამ ჯაშმა კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, რეგისტრაცია არ გაიარა.

დეპუტატ მირიან წიკლაურის განმარტებით, მან ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე დადგენილებას თანხმობა მისცა. როგორც წიკლაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "როგორც ჩანს, გაუგებრობაა".

"რაღაც არ არის მანდ სწორად. ხმა მივეცი და ალბათ, არ დაფიქსირდა. ხვალ მივალ პარლამენტში და გავარკვევ ამ საკითხს. ნამდვილად მივეცი ხმა დადგენილების პროექტს", - განაცხადა წიკლაურმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა რომან კაკულიამაც. მისი თქმით, ყველამ თავად მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

"პატივს ვცემ ჩემი ყველა კოლეგის გადაწყვეტილებას. ამას ხაზგასმით ვამბობ. ყველამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება თავად მიიღო. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემი აზრი ასეთი იყო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მტკიცებულებათა წარმოდგენის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის ქმედებები არ შეიძლება სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩეს და მეც მათ რიცხვში ვარ, მაგრამ ამ ცდუნებას არ უნდა დაეკნინებინა აი, იმ გადაწყვეტილების ხარისხი, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა ჰქვია" - განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები