ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა დღეს უფრო მძიმეა, ვიდრე გუშინ იყო" - რა განაცხადა ნიკა მელიამ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ

"ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა დღეს უფრო მძიმეა, ვიდრე გუშინ იყო" - რა განაცხადა ნიკა მელიამ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ

"მივმართავ 92 დეპუტატს - აბრძანდით ახლა თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან და ჰკითხეთ რა გაგიკეთათ?!" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს მოსამართლემ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნიკა მელიას შეფასებით, საზოგადოების განწყობების ცვლილებების შესაბამისად, რაშიც დიდი როლი ითამაშა ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმაც, ბიძინა ივანიშვილმა მისი დაკავება ვერ გაბედა.

„ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა დღეს უფრო მძიმეა, ვიდრე გუშინ იყო... პროკურორმა 93 დეპუტატი როგორ დაარწმუნა, რომ დამნაშავე ვარ, თუ სასამართლო ვერ დაარწმუნა?! პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შეეშინდათ...

ივანიშვილი იმ საფრთხეების წინაშე დადგა, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა ის, რაც გააკეთებინა ჩინჩალაძის ძმაკაცს. ეს მოსამართლე არის კოლეგიის თავმჯდომარე და ჩინჩალაძის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი. ვის წარმოუდგენია, რომ 92 დეპუტატმა, გუშინ, დილის 9 საათიდან რა არ ჩაიდინეს, რომ სასწრაფო წესით იმუნიტეტი მოეხსნათ ჩემთვის, მერე კომენტარების გასაკეთებლად დაეწყვნენ და თქვეს, რომ უამრავი მტკიცებულება არისო და ეს ყველაფერი რომ გაიწელა დროში და ყველამ გაიგო რასთან გვქონდა საქმე, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აუწიეს ყური.

მივმართავ 92 დეპუტატს - აბრძანდით ახლა თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან და ჰკითხეთ რა გაგიკეთათ?! გაგაშიშვლათ, ღირსება აგყარათ, დაგამცირათ, დაგაჩოქათ, შეურაცხყოფა მოგაყენათ. მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები